მომღერალი რუსუდან მუმლაძე სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელში მასზე თავდასხმები და ლანძღვა შეწყდა .
მისვე თქმით, აქამდე მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში "ფეიკ” გვერდები წერდნენ უარყოფით კომენტარებს.
"რაც ბოლო პოსტი გამოვაქვეყნე, მას შემდეგ, არცერთი უარყოფითი და შეურაცხყმყოფელი კომენტარით აღარ შემოსულან არც “ფეიკ” გვერდებიდან და არც ისე!
დასკვნა მარტივია, ამ ყველაფრის უკან ვინ დგას…ვინც პოსტში თავი ამოიცნო! თავად იმალება და სხვებს “აყეფებს”!!!
მე კი მომღიმარი სახით…”, – წერს რუსუდან მუმლაძე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, რუსუდან მუმლაძე გადაცემა „ფარულ კონვერტში” იყო სტუმრად, სადაც განაცხადა, რომ მისი ქმრის ყოფილი მეუღლე, მარინა ბერიძე მას ბლოკავს და ამის რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.
მისივე თქმით, მარინა ბერიძეს განქორწინების პროცესში საყვარელი ადამიანის დაკარგვის ნაცვლად, რეპუტაციის შელახვა აღელვებდა.
აღნიშნულ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მარინა ბერიძეს სოციალურ ქსელში არა ერთმა, საზოგადოებისთვის ცნობადმა სახემ მხარდაჭერა გამოუცხადა და რუსუდან მუმლაძე მწვავედ გააკრიტიკეს.
მასალის გამოყენების პირობები