26 მაისს ნიაგარას ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდება
ეს საინტერესოა - 14:25, 25 May, 2021     1656

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კანადაში ნიაგარას ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას კანადაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტორონტოში 25 მაისს მერიის შენობის თავზე საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება:

„კანადაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და შემზღუდავი ზომების გათვალისწინებით, წელს ვერ ხერხდება ოტავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფიზიკური მიღების გამართვა, ამიტომ, საელჩომ, კანადელ პარტნიორებთან ერთად, დაგეგმა რამდენიმე ღონისძიება, რომელიც კანადაში საქართველოს ეროვნული დღის ღირსეულად აღნიშვნის საშუალებას მოგვცემს:

26 მაისს, ოტავას დროით საღამოს 9:45 საათზე, კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარას ჩანჩქერი პირველად ქართული დროშის ფერებში განათდება. კანადის მხარის ეს გადაწყვეტილება ემყარება ჩვენს საელჩოსა და ნიაგარას რეგიონს შორის ჩამოყალიბებულ ახლო საქმიან ურთიერთობებს. 2019 წელს დავიწყეთ თანამშრომლობა ნიაგარას კოლეჯის ღვინის ინსტიტუტთან: ინსტიტუტის უნიკალურ საცდელ ვენახს გასულ წლებში საფერავისა და ჩინურის ჯიშის ვაზი დაემატა. ინსტიტუტს საჩუქრად შევუძინეთ ქართული ქვევრი, რომლის მეშვეობითაც კანადელი სტუდენტები პრაქტიკულად შეისწავლიან ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს. წელს დაგეგმილი იყო ღვინის ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების დიდი ჯგუფის საქართველოში ვიზიტი, რომელიც კანადაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებისთანავე შედგება. ნიაგარას ჩანჩქერის საქართველოს დროშის ფერებში განათებას საელჩო თავის Facebook-ის გვერდზე პირდაპირი ჩართვის მეშვეობით გააშუქებს;

26 მაისს, კანადის დედაქალაქის ოტავას მერიის წინ საზეიმოდ აღიმართება საქართველოს დროშა;

1 ივნისს ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის დედაქალაქ ვიქტორიაში, გუბერნატორის სასახლეში გაიხსნება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ვიქტორიაში არსებული „აფხაზის ბოტანიკური ბაღის“ დამაარსებლის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიდი ქართველი მოღვაწის, კოტე აფხაზის შვილის, ნიკო აფხაზის საგვარეულო ქართული ჩოხა. ამ ჩოხის ასლი საელჩომ საკუთარი სახსრებით დაამზადებინა ქართულ კომპანიას „სამოსელი პირველი“. გამოფენა 25 მაისს უნდა გახსნილიყო, თუმცა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ივნისის დასაწყისისთვის გადაიდო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42