ზუგდიდში "გორგიას" ახალი ფილიალი გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:50, 25 May, 2021     2704

ზუგდიდში, ჯანაშიას #1- ში „გორგიას“ ახალი ფილიალი გაიხსნა.

26 მაისს, 15:00 საათზე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჰიპერმარკეტის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება. აღნიშნული ფილიალი პირველია, რომელსაც კომპანია სავაჭრო მოლის ტიპის კონცეფციით წარმოადგენს. ჰიპერმარკეტი მომხმარებელს „გორგიას“ სრული პროდუქციით, მუდმივი საჩუქრებითა და აქციებით უმასპინძლებს.

„მოხარული ვართ, რომ ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ვითარების მიუხედავად, ვაგრძელებთ გაფართოებას, ახალი ფილიალების გახსნას, ინვესტირებას, ადამიანების დასაქმებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი ფილიალი ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, 26 მაისს სწორედ სამეგრელოში იხსნება. გვინდა, ახლო მომავალში სწორედ ეს სივრცე ვაქციოთ რეგიონში ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრად, სადაც 100 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ „გორგია“, არამედ მოსახლეობისთვის საინტერესო ყველა პროფილის სავაჭრო ზონა. - აცხადებენ „გორგიას“ წარმომადგენლები.

გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან ზუგდიდს მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ასევე ქართველი ბიზნესმენები და მეწარმეები.

სარემონტო-სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ მომხმარებელს 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტს სთავაზობს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე „გორგიას“ ჰიპერმარკეტი საქართველოს 6 ქალაქში, 8 ფილიალით არის წარმოდგენილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42