"მარგებელის" სადისტრიბუციო კომპანიის მუშაობა პარალიზებულია, გაფიცულია 170 ადამიანი
საზოგადოება - 09:57, 25 May, 2021     1327

გაფიცვას აგრძელებენ მინერალური წლყების სადისტრიბუციო კომპანიის მუშებიც - სს "მარგებელში" შემავალი კომპანია "ენგადის" მუშაობა ქუთაისსა და თბილისში პარალიზებულია. დისტრიბუტორთა პროტესტს საწყობის თანამშრომლებიც შეუერთდნენ და გაფიცულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა.

პარალელურად ისევ გრძელდება გაფიცვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში, სადაც კომპანია "წყალი მარგებელის" თანამშრომლები შრომის ანაზღაურების გაზრდასა და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

"ამ ეტაპზე გაფიცულია წყალი მარგებელიას და ენგადის დასაქმებული 170 ადამიანი. პირველ ეტაპზე გაფიცვა დაიწყეს დისტრიბუტორებმა, მოთხოვნით, რომ გაიზარდოს ხელფასი და მოწესრიგდეს მათი ინდივიდუალური ხელშეკრულებები.

წლების განმავლობაში დამსაქმებელი მათ არ აძლევდა საშუალებას, რომ გამოეყენებინათ ბიულეტინი, შვებულება და სხვა ის პირობები, რაც გარანტირებული აქვთ დასაქმებულებს შრომის კოდექსით. ამ ეტაპზე, დამსაქმებელი უარს აცხადებს მოლაპარაკებებში ჩართვაზე და ამ მოლაპარაკებებში პროფკავშირის მონაწილეობაზე, რაც ასევე გარანტირებული უფლებაა დასაქმებულებისთვის.

მინისტრმა დაუყოვნებლივ უნდა გამოყოს მედიატორი და მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას, ეს არის მექანიზმი, რომლის გამოყენებასაც ჩვენ სამინისტროს ვითხოვთ",- თქვა პროფკავშირების წარმომადგენლემა, ილია ლეჟავამ.

პროფკავშირების წარმომადგენლები სამინისტროსგან მედიატორის გამოყოფას მოითხოვს, რომელიც კომპანიასა და გაფიცულ თანამშრომლებს შუამავლობას გაუწევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42