თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 15:00საათზე გაიმართება.
წინა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, ვიდეომასალა უნდა გამოეკვლიათ, თუმცა, დაცვის მხარემ სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა.
მელიას ადვოკატებმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს სხდომის გადადებასთან დაკავშირებით. როგორც გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარემ დაცვის მხარის წინასწარი ინფორმირება არ მოახდინა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მტკიცებულების გამოკვლევას აპირებდნენ. ადვოკატის თქმით, იმისათვის, რომ დაცვის მხარის მიერ მელიას დაცვის უფლების განხორციელება ჯეროვნად მოხდეს, პროცესი უნდა გადადებულიყო.
ბრალდების მხარის განმარტებით, დაცვის მხარე ითხოვდა, მოწმეთა შესახებ წინასწარ სცოდნოდათ, დღევანდელ პროცესზე კი მოწმეს არ კითხავენ.
მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მასალის გამოყენების პირობები