"ვთხოვთ რიონის მცველებს, გაემიჯნონ ყოველგვარ ძალადობას მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე" - "თბილისი პრაიდი"
საზოგადოება - 22:38, 24 May, 2021     1577

"თბილისი პრაიდი" მოუწოედბს "რიონის მცველებს", პატივი სცენ მათ გამოხატვის თავისუფლებას და მკაფიოდ გაემიჯნონ ყოველგვარ ძალადობას მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე - ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი , ორგანიზაცია "რიონის ხეობის მცველებს" მხარს უჭერს და მათ მიმართ სოლიდარულია.

"თბილისი პრაიდი მხარს უჭერს და და სოლიდარულია რიონის ხეობის დამცველთა მიმართ. მიგვაჩნია, რომ პროტესტის ორგანიზატორთა მოთხოვნები სამართლიანია. ნამოხვანის ჰესი შენდება კაბალური სახელშეკრულებო პირობებით, რომელიც ინვესტორს საშუალებას აძლევს მიიღოს მოგება მიწის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენებით, საქართველოს სახელმწიფო და მოქალაქეები კი წაგებულნი ვრჩებით ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური და ემოციური თვალსაზრისით.

ჩვენთვის მიუღებელია მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელება, თუკი პროექტის თანმხლები ზიანი და სარგებელი არ არის სათანადოდ აღრიცხული და შეფასებული; თუკი პროექტის თანმხლები სარგებელი არ აღემატება ზიანს, ხოლო აღნიშნული სარგებლის უპირველესი მიმღები არ არის ადგილობრივი მოსახლეობა ან/და მთლიანად საქართველოს მოქალაქეები.

ჩვენთვის მიუღებელია მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელება და ინვესტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დემოკრატიული ჩართულობის გარეშე.

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა თავს არიდებს ნამოხვანჰესის პროექტის ადგილობრივ მოსახლეობასთან და პროტესტის ორგანიზატორებთან განხილვას, არ აქვს პასუხი პროექტის თანმხლებ ზიანსა და სარგებელთან დაკავშირებით, და ვერ ამტკიცებს, რომ ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესებს ასახავს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ რიონის ხეობის მცველთა პროტესტი საჭიროცაა და სამართლიანიც. მეტიც, ეს ჩვენი, ქვიარების ბრძოლაცაა, ვინაიდან ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ დაცულ, თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში!

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ გვქონდეს ამ ბრძოლის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვის შესაძლებლობა. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ქვიარ თემს ჩვენი გამოხატვის თავისუფლების შელახვის წლების გამოცდილება გვაქვს. ჩვენ ხშირად ვხდებით ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების მუქარის, სიტყვიერი თუ ფიზიკური ძალადობის სამიზნე. ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების ლიდერები ლევან ვასაძე და მამა-შვილი ფალავანდიშვილები არაერთხელ დაგვემუქრნენ და დაგვესხნენ თავს ქვიარ თემის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს. სამწუხაროდ, ჩვენი არაერთი საჩივარის და როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ამ საკითხის არაერთხელ დაყენების მიუხედავად პოლიცია და სახელმწიფო არ ახდენს სათანადო რეაგირებას ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სამართლიანი მიზნებისთვის მებრძოლი მოძრაობები და აქტივისტები გაემიჯნონ ამ ექსტრემისტულ, ძალადობრივ დაჯგუფებებს და ხმამაღლა დაგმონ მათ მიერ აქციებზე განხორციელებული ძალადობის აქტები. სხვა შემთხვევაში, ვშიშობთ, ამ დაჯგუფებებმა შეიძლება მოახერხონ პროტესტის დისკრედიტაცია და არასწორი მიმართულებით წარმართვა, რაც არც ჩვენი და არც რიონის ხეობის მცველთა ინტერესებში არ არის. ვთხოვთ რიონის ხეობის მცველებს, პატივი სცენ ჩვენს გამოხატვის თავისუფლებას, მკაფიოდ გაემიჯნონ ყოველგვარ ძალადობას მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე, მათაც ჩვენთან ერთად მოთხოვონ სახელმწიფოს, აქციებზე მომხდარ თავდასხმებზე ადეკვატური რეაგირება და არ გააკეთონ ისეთი განცხადებები, რომლებმაც შესაძლოა ძალადობის წახალისება გამოიწვიოს, - წერს "თბილისი პრაიდი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42