"8 ოპერაცია გავიკეთე, სახის ძვლები ცალ მხარეს საერთოდ არ მაქვს..თუ რამე მაქვს, იცოდეთ რომ გადანერგილია" - 20 ივნისს დაზარალებული გიორგი სულაშვილი
საზოგადოება - 20:24, 24 May, 2021     1928

2019 წლის 20-21 ივნისის ღამით აქციის დარბევისას დაშავებულმა გიორგი სულაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს მიმართა და დეტალურად გაიხსენა ის შემზარავი წუთები , როცა დიდი ნარინჯისფერი ტყვიებით ადამიანები დაამახინჯეს.

როგორც სულაშვილი ამბობს, 8 ოპერაცია გაიკეთა და სახის ძვლები ერთ მხარეს საერთოდ არ აქვს, მიუედავად ამისა ის არც ერთხელ მოუკითხავთ.

"20 ივნისს არ ვიცოდი რა ხდებოდა, საღამოს დავბრუნდი სახლში და გავიგე, თურმე გავრილოვი ჩამოუყვანიათ. მოათავსეს [პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში] ძალიან რბილად და თბილად და ალბათ, იქამდე ტკბილი ჩაიც მიართვეს. ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, ავღელდი, გამახსენდა ის გმირები, რომლებიც აფხაზეთის ომში მონაწილეობდნენ და საქართველოსთვის თავი შესწირეს; ის ადამიანი, რომელსაც მიუძღვის წვლილი ჩვენი გმირების დახოცვაში, ჩამოვიდა საქართველოში და ზარ-ზეიმით დავხვდით, მაგრამ ხალხმა ეს ყველაფერი არ მოითმინა.

დაახლოებით ათი საათისთვის ვიყავი პარლამენტის წინ, არაფერი ხდებოდა, სრული სიმშვიდე იყო. მე როცა მივედი, ცრემლსადენი გაზი უკვე გაშვებული იყო და ხალხი დაშლილი იყო. შემდეგ 5 წუთში ისევ მოხდა ხალხის მობილიზაცია და განაგრძეს მშვიდობიანი პროტესტი. უცბად დაიწყო ჯერ ცრემლსადენი გაზის სროლა და შემდეგ რეზინის ტყვიების. პატარა რეზინის ტყვიებზე არ მაქვს საუბარი, აქ იყო ნარინჯისფერი ტყვიები, რომლებიც საკმაოდ აზიანებენ ადამიანს. არ დავიწყებ რისთვის ან რაში გამოიყენება ეს ტყვიები. დაიწყეს მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა. არცერთი გაფრთხილება არ ყოფილა. არავის უთქვამს, დავიწყებთ სროლას და დატოვეთ ტერიტორიაო. ეს გაფრთხილება გაჟღერდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანები უკვე დააბრმავეს, თვალი ამოგვთხარეს, ძვლები დაგვიმტრიეს.

მინდა ყველამ იცოდეთ, რომ 20 ივნისი არასდროს წაიშლება. თითოეული იქ დაზარალებული ადამიანი არის მსხვერპლი იმ ადამიანებისა, რომლებმაც გავრილოვი ჩამოიყვანეს. თვალები დაგვთხარეს, ადამიანები დაუნდობლად ცემეს, ვინ აუნაზღაურებს მათ მორალურ, ფიზიკურ და ყველანაირ ტკივილს, რაც 20 ივნისის ღამეს მიაყენეს არა მხოლოდ შემსრულებლებმა, რომლებმაც ჩახმახს გამოჰკრეს თითი, არამედ ვინც ბრძანება გასცა. მე საერთოდ არ მაინტერესებს, თუ ვინ რას აწერს ხელს და რა ხელშეკრულებები იდება. ჩემი პოზიცია არის, რომ 20 ივნისის ღამეს ვერ წაშლით ვერანაირი ხელმოწერით. თითოეული ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვისაც 20 ივნისში მიუძღვის წვლილი- იქნება პოლიციელი, რომელმაც გაისროლა თუ ადამიანი, რომელმაც ბრძანება გასცა. არ გაისვრიან, თუ არ აქვთ დავალება.

8 ოპერაცია გავიკეთე, სახის ძვლები ცალ მხარეს საერთოდ არ მაქვს და თუ რამე მაქვს, იცოდეთ რომ გადანერგილია. მხოლოდ თვალის დაკარგვაზე არ არის ლაპარაკი, ცალ მხარეს არაფერი მქონდა. ქართულ ლექსიკონში სიტყვათა მარაგი არ მეყოფა, რომ აღვწერო, რა გადავიტანეთ. დღესაც მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით და ამ ყველაფერს ემატება გაუთავებელი პროცესი იმ ადამიანების დაუსჯელობისა, რომლებმაც თვალი ამოგვთხარეს. მხოლოდ სამი პოლიციელი [ამდენია ბრალდებული უფლებამოსილების გადამეტებისთვის] ადამიანების ასე მასობრივად დასახიჩრებას ვერ შეძლებდა. რაც შეეხება ადამიანების მხრიდან ძალადობას, არავინ უმიზეზოდ არაფერს გააკეთებდა. იქნებოდა რაღაც წინა პროცესი, როდესაც ადამიანის მიმართ ძალადობა და გაღიზიანება მოხდა, მას შემდეგ, ალბათ, დაიწყო ის, რაც დაიწყო. არავის ვამართლებ, კანონის წინაშე უნდა ვიყოთ ყველანი ერთი — ყველამ უნდა აგოს პასუხი საკუთარ დანაშაულზე. ჩვენ არ ვიყავით მოძალადეები, მშვიდობიანი დემონსტრანტები ვიყავით, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, არ დაგვცალდა პროტესტის გამოთქმა.

20 ივნისის შემდეგ არცერთი ადამიანი არ დაინტერესებულა ჩვენი ბედით. არავინ მოსულა და არ უკითხავს: გიორგი სულაშვილო, როგორ ხარ?, - ამბობს სულაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42