საერთაშორისო სკანდალი - როგორ დააკავა ლუკაშენკოს რეჟიმმა ოპოზიციონერი ჟურნალისტი
მსოფლიო - 00:07, 24 May, 2021     2944

მინსკში დააკავეს ბელარუსის ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი რომან პრატასევიჩი, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება არეულობების მოწყობაში ადანაშაულებს. ტელეგრამ-არხ NEXTA-ს რედაქტორი პრატასევიჩი ლუკაშენკოს ხელისუფლებას პოლონეთში გაექცა და იქედან აგრძელებდა თავის საქმიანობას.

ჟურნალისტის დაკავების მიზნით, ბელორუსის ხელისუფლებამ, ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიმავალი ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელშიც ოპოზიციონერი ჟურნალისტი იმყოფებოდა, ბორტზე ვითომდა ბომბის არსებობის მიზეზით, დაუგეგმავად, ფაქტობრივად იძულებით დასვა მინსკში და მგზავრების შემოწმების მიზეზით, პრატასევიჩი დააკავა. რა თქმა უნდა, თვითმფრინავში ბომბი არ აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავში 12 ქვეყნის 171 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე. მინსკიდან თვითმფრინავი ვილნიუსში გაფრინდა და მგზავრებს ლიეტუვას პრემიერი შეხვდა.

სკანდალურ დაკავებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება ევროპაში. ევროპელი პოლიტიკოსები მოითხოვენ მომხდარის დაუყოვნებლივ განხილვას, ბელორუსის საჰაერო სივრცის "სახიფათოდ" გამოცხადებას, ბელორუსის ავიაკომპანიების თვითმფრინავებისთვის ევროპის აეროპორტებში დაჯდომის აკრძალვასა და ლუკაშენკოს რეჟიმისთვის სერიოზული სანქციების დაწესებას.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია გამოვიდა მოწოდებით, გაათავისუფლონ ჟურნალისტი და ინციდენტი გამოძიებულ იქნეს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში. „დღეიდან ვერავინ, ვინც ბელარუსის თავზე გადაიფრენს, ვეღარ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ. საჭიროა საერთაშორისო რეაქცია,“ დაწერა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42