ტრაგედია გურიაში - ლანჩხუთში 17 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ანრი თურმანიძე ჩამომხრჩვალი გამთენიისას ლანჩხუთის რკინიგზის სადგურთან იპოვეს.
ტვ პირველის ინფორმაციით, ანრი თურმანიძე და მისი შვიდი დედმამიშვილი რვა წელია მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ. დედ-მამას ბავშვები გაჭირვების მოტივით ჩამოართვეს.
"ვითომ მე ბავშვებს ვცემდი, პირობებს არ ვუქმნიდი რაც ჭირდებოდათ, ვაშიმშილებდი, ქუჩა-ქუჩა ვამათხოვრებდი, ეგ არ ყოფილა არასდროს, რაც მქონდა საშუელება ვაძლევდი ბავშვებს. შეიძლება ჩასაცმელს ვერ ვყიდულობდი მაგრამ რაც შემეძლო ბავშვებს ვაძლევდი. 1 წელი რცებოდა რომ 18 შესრულებოდა და მოვიდოდა სახლში, ჩემი შვილები დამიბრუნონ სახლში ამას მოვითხოვ, მე მეცოდინება ჩემს შვილს რა სჭირდება, მე არ ვციი ჩემმა შვილმა რისთვსი ჩამოიხრჩო თავი ერთადერთი ეს ვიცი, რომ მოდიოდა მთხოვდა: დე, სახლში მინდა", - ამბობს ბიჭის დედა.
მასალის გამოყენების პირობები






