აქცია ქარელის მუნიციპალიტეტის სფელ მოხისში - ადგილობრივები 28 ჰექტარი მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებენ.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ შემოსავლის ერთადერთი წყარო დაკარგეს და ამაში ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას ადანაშაულებენ.
მათი თქმით, ათობით ჰექტარი მიწა ძმებმა ნანეტაშვილებმა შეიძინეს, რომელთაგან ერთ-ერთი ძმა, ბადრი ნანეტაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის მოადგილეა. ამავდროულად ძმები ფლობენ კომპანია "თრიალეთს", რომლის 10%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრია.
მოხისის მოსახლეობა ამბობს, რომ მათი კუთვნილი მიწის ფართობები გაასხვისა ეკონომიკის სამინისტრომ, რომელის მაღალჩინოსანიც ხაშური-ქარელის მაჟორიტარ ზაალ დუგლაძის ძმაა. მოსახლეობა მაჟორიტართან შეხვედრას ითხოვს.
ადგილობრივები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ცენტრალური მაგისტრალსა და რკინიგზას გადაკეტვას გეგმავენ
მასალის გამოყენების პირობები






