1-ლ ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაიგეგმა - ინფორმაციას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, უცნობია ბავშვების მდგომარეობა, მაშინ როცა სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშის თანახმად, არსებობს ეჭვი, რომ ბავშვებზე შესაძლოა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობენ.
"ვინაიდან დიდი დაწესებულებები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვების უსაფრთხოებას და სათანადო ზრუნვას, 1 ივნისს (ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე), 18:00 სთ-ზე მთავრობის კანცელარიის წინ ვმართავთ საპროეტსო აქციას და საქართველოს მთავრობისაგან მოვითხოვთ:
დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტი ნინოწმინდის პანსიონატში, სადაც მათ მიეცემათ ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრების შესაძლებლობა;
დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების დახურვა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვის მცირე დაწესებულებებში გადაყვანა გონივრულ ვადებში" , - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
აქციას უერთდებიან:
- ქალთა მოძრაობა
- სირცხვილია
- Tbilisi Pride
- ფონდი ფემინა/Femina Fund
მასალის გამოყენების პირობები






