მიტროპოლიტის დისშვილი დააბეს და ფულით სავსე ტომრების ადგილის თქმას აიძულებდნენ – სენაკში მომხდარი გახმაურებული ყაჩაღობის აქამდე უცნობი დეტალები
კრიმინალი - 22:44, 21 May, 2021     2782

სენაკში მომხდარი გახმაურებული ყაჩაღობის დეტალები -

საქმე ეხება სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტ საბა გიგიბერიას, რომლის სახლშიც ყაჩაღები ფულით სავსე ტომრებს ეძებდნენ.


კურიერის ინფორმაციით, თავდამსხმელებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ, რომელიც ამავე დროს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეა, სახლში დიდი ოდენობით თანხა მიიტანა.

საქმის მასალებით დგინდება, რომ გასული წლის აგვისტოში მიტროპოლიტ საბა გიგიბერიას ოჯახზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი და სავარაუდოდ, შეკვეთილი კრიმინალური ქმედება იყო.

თავდამსხმელებმა ხელ-ფეხი თოკებით შეუკრეს სასულიერო პირის დას, 90 წლის დედას, 12 წლის დისშვილს და დამხმარე ქალს. ერთ-ერთი ბრალდებული, 70 წლის რობერტ გოდერიძე იმ ეპარქიის მცხოვრებია, რომელსაც მიტროპოლიტი ხელმძღვანელობს, მისი შვილი კი წარსულში ეპარქიაში მსახურობდა.

მიტროპოლიტის 12 წლის დისშვილის ჩვენების მიხედვით, ის თავდამსხმელებმა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დააბეს და სთხოვდნენ ეღიარებინა, სად ინახავდა მღვდელმთავარი ფულით სავსე ტომრებს.


“ერთ-ერთმა მაღალმა თავდამსხმელმა საწოლიდან აიღო ზეწარი, დანით დაანაწევრა და აღნიშნული ზეწრით შეგვიკრა ხელ-ფეხი. პისტოლეტიანმა თავდამსხმელმა ჩვენს დამხმარე ქალს უბრძანა გაჰყოლოდა მეორე ოთახში. ფეხებშეკრული გაიყვანა და უთქვამს, ვნახე მეუფე საბა, 5 დღის წინ, ორი დიდი ჩანთა ფულით მოვიდა სახლში და აქ დატოვაო. სხვადასხვა ოთახებში ეძებდნენ ფულს. საბოლოოდ მათ 100 ლარი და მობილური ტელეფონი წაიღეს,”- ნათქვამია ჩვენებაში.

მართლაც ინახებოდა, თუ არა დიდი ოდენობით ფული ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსის სახლში? – ამ საკითხზე მიტროპოლიტმა და მისი ოჯახის წევრებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

თუმცა, საქმეში მიტროპოლიტის განმარტება დევს, სადაც ფულით სავსე ტომრების მის სახლში არსებობას უარყოფს.

მსჯავრდებულის ადვოკატი საქმეს გაყალბებულს უწოდებს. რობერტ გოდერიძის ინტერესების დამცველი 9 წლიან განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

ამ ეტაპზე, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი მხოლოდ ერთ პირს – რობერტ გოდერიძეს, თუმცა, სავარაუდო დამკვეთების და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ გამოძიება გრძელდება.


"კურიერი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42