დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძე იმ ადამიანებს, ვინც რაღაც მიზეზით, ვაქცინის მეორე დოზა ვერ მიიღო, რჩევას აძლევს.
"თუ ადამიანი ავად არ გახდა და ისე, რაღაც მიზეზით გააცდინა მეორე დოზა, ამის აღდგენა ყოველთვის შეიძლება — საჭიროა შესაბამისი განცხადება ჯანმრთელობის სამინისტროში, რომ რაღაც მიზეზებით ადამიანმა მეორე დოზა ვერ მიიღო და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ შესაბამისი ვაქცინით მეორე დოზაზე შეთანხმება მოხდეს.
რა თქმა უნდა, გვაქვს მეორე დოზის გაცდენების შემთხვევები. მაგალითად, “ფაიზერის” პირველი დოზით აიცრა 13 951, მეორე დოზით — 13 539. 300-ზე მეტია შემთხვევაა პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირების. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ვინაიდან მხოლოდ პირველ დოზას ისეთი დაცვა არა აქვს, რომ ადამიანი არ დაინფიცირდეს. თუმცა, მათშიც ძალიან იოლად წავიდა დაავადება. ამ შემთხვევაში ჯერჯერობით მუშაობს ზუსტად იგივე გაიდლაინი, ინფიცირების შემდეგ პირველ დოზასთან დაკავშირებით, ანუ აცრა შესაძლებელია კორონავირუსის გადატანიდან 120 დღის შემდეგ. უკვე გამოჩნდა ბევრი პუბლიკაცია, რომ შესაძლოა, კოვიდგადატანილებში ვაქცინის 1 დოზა საკმარისი იყოს, თუმცა ეს არ არის ისე მტკიცედ არგუმენტირებული, რომ ჯერჯერობით შეტანილი იქნას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინებში”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






