დღეს ბორჯომის N1 ქარხანასთან სოლიდარობის მასშტაბური აქცია იგეგმება
საზოგადოება - 10:05, 21 May, 2021     1140

პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 21 მაისს, 16:00 საათზე, ბორჯომის N1 ქარხანასთან ზესტაფონელი მეტალურგები, ჭიათურელი მაღაროელები, რუსთავის აზოტის თანამშრომლები, მძღოლები, მეტროს მუშაკები, რკინიგზელები და პროფკავშირების სხვა წევრები სს ბორჯომის გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობას გამოუცხადებენ.

აქციას შეუერთდება პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

"შეგახსენებთ, 18 მაისს, ბორჯომის N1 და N2 ჩამომხსმელი ქარხნების თანამშრომლები კანონიერად გაიფიცნენ, ისინი ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აგრეთვე დასვენების და შესვენების უფლებას, ზეგანაკვეთური ანაზღაურებას და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას.

დასაქმებულთა თქმით, მათი ხელფასები ერთი წლის განმავლობაში 200-250 ლარით იკლებდა. კადრების სიმცირის გამო შესვენებით ვერ სარგებლობენ და ზეგანაკვეთურ სამუშაოსთვის მხოლოდ მცირე ნაწილს უნაზღაურებდნენ. გაფიცულები ხელმძღვანელ პირებთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ, ასევე მიმდინარეობდა 21 დღიანი სამედიაციო პროცესი, თუმცა უშედეგოდ.

გაფიცვაში მონაწილეობას 400-მდე დასაქმებული იღებს, შედეგად სრულად გაჩერებულია ორივე ქარხნის მუშაობა. გაფიცვის ორი დღის განმავლობაში, კომპანიის ადმინისტაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა დასაქმებულების პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციას, ადმინისტრაციისგან გაფიცულების მიმართ პირდაპირ დაშინებასა და მუქარას, კანონიერ გაფიცვაში მონაწილეობისა და მედიასთან კომუნიკაციის გამო" - ნათქვამია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42