ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 3 პირი ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, რომლებიც იყვნენ იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, დავალებული ჰქონდათ აღნიშნულ რეგიონში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა.
"სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას, მათ მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული დაკისრებული მოვალეობები, რამაც საშუალება მისცა კონტრაქტორ კომპანიას რეალურად შეესრულებინა ნაკლები მოცულობის სამუშაოები, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით"- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები