სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს:
"გამოგვივიდა!!! ესეც გამოგვივიდა!3 თვიანი უძილო ღამეების შემდეგ სიხარულით ვწერ ამ ფანტასტიურ ამბავს!
ჰელფების მორიგი კამპანია დასრულდა სიგიჟემდე მაგარი ამბით!
ენგურს მიღმა მცხოვრები ჩვენი დაძმები ბევრი წლის შემდეგ პირველად ჩავიკარით გულში!
ჯამში 142 ოჯახი გამოვიდა კონტაქტზე და დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მათგანს მხარში დავუდექით.
Eliso Janashia მთელი ამ დროის განმავლობაში ფაქტობრივად 24 საათი მუშაობდა გალის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან და სწორედ მისი უდიდესი დამსახურებაა ჩვენი ერთობლივი წარმატება.
Sopo Japaridze და მისი მედგიდი/Med Guide იყვნენ ერთერთი პირველები, ვინც ათასობით ლარის ღირებულების მედიკამენტები მოგვაწოდა!
Sofia Tchkoniaმ ათეულიბით ოჯახს მოუხსნა პირველადი საჭიროების და კვების პროდუქტების პრობლემა.
Marina Gvakharia ემიგრანტების სახელით კიდევ რამდენიმე ოჯახის მფარველი ანგელოზი გახდა.
“ზამთრის მარაგი”, ჩვენი უმაგრესი მეგობრები, რომლებიც კეთილ საქმეებს არასდროს აკლდებიან Foki Pachulia Zura Nizharadze.
უამრავი კონპანია და შემომწირველი, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს.
და რა თქმა უნდა ჰელფების დაუღლელი გუნდი, რომელიც სირცხვილია • Shame Movement-ის ჰუმანიტრულ პროექტებს ახორციელებს და ათობით ათას ოჯახს ეხმარება.
შემდეგი გაჩერება იქნება ახალგორი და ათობით ოკუპირებული სოფელი, სადაც კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ და-ძმებისგან გაწვდილი ხელი.
ვისაც მოგიხერხდებათ, რა ფორმითაც და რა ზომითაც შეგეძლებათ ისე ჩაერთეთ ამ კარგ საქმეში.
#GE46BG0000000162684987
#GE13TB7962645063300009
PayPal: https://www.paypal.com/paypalme/GMakarashvili
დანიშნულება: #ჰელფები ახალგორისთვის
ჩემო კარგო ქვეყანავ!!!"
მასალის გამოყენების პირობები