საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი, კახა თავზარაშვილი პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობის გამო კაპმანიას “უპასპინძლე სტუდენტს” იწყებს.
თავზარაშვილი, კოლეგებს მოუწოდებს აღნიშნულ კამპანიაში ჩაერთონ.
“პანდემიის პერიოდში შექმნილი რთული სიტუაციის გათვალისწინებით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მე ვიწყებ კამპანიას „უმასპინძლე სტუდენტს“ და ვიწვევ საქართველოს უნივერსიტეტის ყველა ლექტორს, ადმინისტრაციის თანამშრომელს და სტუდენტს.
მათ, ვისაც არ აქვს თბილისში საცხოვრებელი, არ ჰყავს ახლო ნათესავი ან ვერ ქირაობს ბინას, მე, კახა თავზარაშვილი, ფინალური გამოცდების პერიოდში დავუთმობ/გავუზიარებ ჩემს ბინას რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს.
მოგიწოდებთ ყველას, ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, სტუდენტებს, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, უმასპინძლეთ თუნდაც ერთ სტუდენტს, დავეხმაროთ ერთმანეთს და ჩავაბაროთ ფინალური გამოცდები საქართველოს უნივერსიტეტში, განახლებულ და თანამედროვე საგამოცდო ცენტრში”.- წერს კახა თავზარაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები