დასაქმებულთა საპროტესტო ტალღა ქვეყანაში - ამჯერად "ნაბეღლავის" დისტრიბუტორები გაიფიცნენ
საზოგადოება - 12:48, 20 May, 2021     1547

ბოლო თვეების განმავლობაში სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები გაუმჯობესებული სამუშაო პირობებისა და ხელფასის მომატების მოთხოვნით ერთმანეთის მიყოლებით გაფიცვას აწყობენ.

გლოვო, ბოლტი, რუსთავის აზოტის ქარხანა, ბათუმის პორტი, ოზურგეთის წისქვილკომბინატი, ბორჯომი - ეს იმ ხელმძღვანელობათა არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც თანამშრომლები პროტესტის ნიშნად მუშაობაზე უარს უცხადებენ, სანამ მათი ლეგიტიმური მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. დღეს კი გაფიცულ დასაქმებულებს "ნაბეღლავის" დისტრიბუცია დაემატა.

კომპანიაში დასაქმებულები ასევე ხელფასების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათი ანაზღაურება 650 ლარია, რეჟიმი კი საკმაოდ დატვირთული. ისევე როგორც ყველგან, "ნაბეღლავის" ადმინისტრაცია თანამშრომლებს პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა, თუმცა დასაქმებულების განცხადებით, ვითარება დღემდე არ შეცვლილა.

ქვეყანაში სამუშაო ადგილების სიმცირით გამოწვეული გაჭირვება საზოგადოებას ტვირთად აწევს, თუმცა, ვინც დასაქმებულია, ისიც საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია - ამას ბოლო დროს აგორებული საპროტესტო ტალღაც მოწმობს. ადამიანებს უმძიმესი სამუშაო პირობების ატანა უწევთ და სანაცვლოდ ანაზღაურებაც კი არ აქვთ საკმარისი, რაც, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების დაცინვაა.

სახელმწიფო არ იცავს დასაქმებულთა უფლებებს, არ აკონტროლებს დამსაქმებლებს, რის გამოც ადამიანები ტოვებენ ოჯახებს, ქვეყანას და მიდიან ემიგრაციაში, რათა სოციალურ ფონში ჩამჯდარი ჭაობიდან ცოტათი მაინც ამოვიდნენ. ეს ყველაფერი ისევ სახელმწიფოს აზარალებს, არა კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოს მართავენ, არამედ მოსახლეობას, რომელზეც ეს ყოველივე აისახება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42