ცხოველთა დამცველი ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც თბილისში დაფიქსირებულ ცოფის შემთხვევაზე საუბრობს. როგორც ლოსაბერიძე წერს, დაინფიცირდა ერთი ძაღლი, ათობით ცხოველს კი იმიტომ აძინებენ, რომ ინფიცირებულთან შემხებლობაში იყვნენ:
„თბილისში, ფონიჭალაში ცოფი დაფიქსირდა.
გაცოფდა ერთი ძაღლი და აძინებენ ათობით ძაღლს რომელიც დაავადებულთან შემხებლობაში იყო – ეს ვინმესთვის ახალია? არა. ვინმემ ამის შესაცვლელად რამე გააკეთა? არა. ასე იყო და ჯერჯერობით ასე იქნება.
ყოველ ახალ შემთხვევაზე ვაი “ცხოველთა დამცველები” საკუთარი პირადი მიზნებისა და თანამდებობისთვის, სულ თავიდან და თავიდან რომ ამბავს ტეხავენ, ვითომ პირველად ხდება, აი ძაღლების დაძინებაზე მეტად ეგ უფრო ტეხავს დამიჯერეთ და ცოფი რომ მარტო დაფიქსირების მერე გახსენდბათ ეგეც.
ამ კანონის შეცვლის ინიციატივა რამდენმა გამოხატეთ? სანამ კიდევ ერთხელ არ დაფიქსირდა, მანამდე ვინმეს ახსოვდა?
სანამ მონიტორინგს მოვთხოვთ რამეს, როგორც აღმსრულებელს , მანამდე რომ მათ მომთხოვნს მოვედავოთ?
სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს რეკომენდაციას “შესაბამისი” მეთოდებით აღმოიფხვრას ცოფის დროს საკითხი.
როგორ? როდესაც თავშესაფარში კვდება ძაღლი, რომელიც საეჭვოა ცოფზე, მისი მოჭრილი თავი იგზავნება სურსათის ეროვნულ სააგენტოში, სურსათიდან თუ პასუხი დადებითი მოდის – კატეგორიულად ითხოვს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსგან რომ მოხდეს ინფიცირებულ ძაღლთან შემხებლობაში ყველა ძაღლის ევთანაზია.
როგორ დგინდება რომელი იყო შემხებლობაში და რომელი არა? ვერ დგინდება ამიტომ საიდანაც იყვანენ ძაღლს, იმ უბანში ყველას იჭერენ და მიჰყავთ.
რასაც ვთვლი რომ არასწორია თუმცა, იმის თქმა მინდა რომ სანამ ყველაზე ბოლო საფეხურს მივაწვებით იქნებ ერთიანად ყველას ამ ნაგავი კანონის შეცვლა მოგვეთხოვა სურსათის სააგენტოსთვის და საეჭვო ცხოველებისთვის ხანგრძლივი დასაკვირვებელი ცენტრის შემქნა, შემდეგ გადაცრა და გაშვება?
პოპულაციების მართვის ცენტრს, ამ შემთხვევაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, რომელსაც მხოლოდ ძაღლების სტერილიზაცია-კასტრაცია ევალება, არც ადგილი და არც რესურსი აქვს რომ წელიწადში ათობით ძაღლი შეინახოს. რესურსის არ ქონა არ ამართლებს მათ დახოცვას – ამ აზრზე ვარ მე,თუმცა რესურსის ქონის შემთხვევაშიც კი, სურსათის სააგენტო მათ არ აძლევს უფლებას ცოფის კერიდან აყვანილი ძაღლი აცოცხლონ. ამის მაგალითია უამრავი, როცა მიმკედლებელს უნდოდა გაყვანა იზოლირებულად.
ჩემთან რო ცოფი დაფიქსირდეს და ძაღლები დამიძინონ, ჩემზე მეტი არაადეკვატური ვერვინ იქნებით დამიჯერეთ და ჩემზე მეტად ვერავინ გალანძღავთ სააგენტოს, უბრალოდ აზრი? შემსრულებელ სააგენტოს რაც არ უნდა ვუთხრა, არაფერი იცვლება.
ამ სფეროში გაურკვეველმა ადამიანმა შეიძლება ეს არ იცოდეს მაგრამ მინიზანმიმართული პანიკის ატეხვა კიდევ ვიმეორებ, პირადი ინტერესებისთვის არის სირცხვილი. კანონის დამწერიც ვიცით, მომთხოვნიც და შემსრულებელიც..
მიზანმიმართული პანიკა ძაღლებისთვისაც ცუდია, რომელი ტელევიზია როგორ აიტაცებს ამ ამბავს, კაცმა არ იცის. ამიტომ მეტი დაფიქრება გმართებთ ყველას.
მე ვცხოვრობ გლდანში და გლდანში ძალიან დიდი ხანია ცოფი არ დაფიქსირებულა?
რატო? – იმიტომ რომ ყოველ წლიურად ვცრი ცოფზე ძაღლებს, მთელი წლის განმავლობაში ვასტერილებ ახალ გამოჩენილებს და მაქსიმალურად ვცდილობ გავაკონტროლო სიტუაცია.
ყველა უბანს რო მიაქციოთ ყურადღება და წელიწადში 2 ძაღლი მაინც ააცრევინოთ სააგენტოს, ცოფის კერად არ ვიქნებით ქცეული.
ცოფის აცრა უფასოა და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა ამ დაავადებასთან ბრძოლა! უაზრო პანიკები და ვაი ვუის ძახილი ვერ გვიშველის“, - წერს ლოსაბერიძე.
მასალის გამოყენების პირობები