მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე 51-ე სკოლაში არსებულ მდგომარეობას ეცნობოდა, როდესაც ერთ-ერთ კლასში მოუწია შესვლა, იქ ჩამოკიდებულ დაფაზე კი გაკეთებული იყო რუსულენოვანი წარწერა "ქურდებს სიცოცხლე".
ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. კომენტარებში ინტერნეტ-მომხმარებლების აზრი ორად გაიწო - ნაწილი წერს, რომ ეს იყო ხუმრობა, ნაწილი კი ბავშვებში ქურდული მენტალიტეტის არსებობას ხედავს.
განათლების ექსპერტის მარიამ რამინაშვილის თქმით, ფაქტი იმის მანიშნებელია, რომ სკოლებში ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგობის გაწევას სახელმწიფო ვერ ახერხებს:
"ყველა ვარიანტში იყო მომზადებული შეხვედრა, რომლის მიმართაც ამ ტიპის წარწერა პირდაპირ ნიშნავს პროტესტს ამ ტიპის დაწესებულების მიმართ, ერთი მხრივ და ზოგადად, სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ, ეს არის საზოგადოების რეაქცია უფრო ნათლად ნათქვამი და ძალიან სიმპტომატურია, რომ ეს 51-ე სკოლაა და ამას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს იმიტომ, რომ თვითონ ხომ ყველამ კარგად იცის, რომ ვერ გაიმარჯვა სიმართლემ ზუსტად ასეთივე ძალადობის მიმართ. სამინისტროა, თუ მთავრობა, როგორც ჩანს, არ შეუძლია, ქურდულ სამყაროს გაუწიოს წინააღმდეგობა", - აცხადებს რამინაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






