კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა გარედან იყო ინსპირირებული რაღაც ძალის მიერ - ჯაღმაიძე დმანისის მოვლენებზე
საზოგადოება - 15:10, 19 May, 2021     1309

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე დღევანდელ პრესკონფერენციაზე დმანისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კონფლიქტის დიდ მასშტაბებში გადაზრდის მცდელობა გარედან იყო ინსპირირებული. ჯაღმაიძის თქმით, იმ დღეს მშვიდობისკენ გადაიდგა ნაბიჯი, რომელსაც გამყარება და წახალისება სჭირდება:

​"იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ იქ ვიხილეთ, ადგილზე რომ ჩავედით, დაველაპარაკეთ ხალხს, სრულიად ცხადი გახდა, რომ ამ კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა გარედან იყო ინსპირირებული რაღაც ძალის მიერ. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ, რომ დროულად აღვკვეთოთ ხოლმე მსგავსი ტენდენციები.

რა თქმა უნდა, ვერ დავასახელებ, ეს გამოვა ვარაუდები, რომელიც შეუფერებელია ახლა, რომ ვთქვა. ამ დასკვნას ვაკეთებთ იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ მოსახლეობაში განწყობა სრულიად შეუფერებელია იმ დაძაბულობისა, ვნებათაღელვისა, რაც ჩვენ ვიხილეთ.

შესაძლებელია გარკვეული მოსაზრებები გვქონდეს, მაგრამ ამის გაშლა მართებული არ იქნება, რადგან ამის დადასტურება შეუძლებელია.

იმ დღეს მშვიდობისკენ გადაიდგა ნაბიჯი, ჩვენთვის ეს ძალიან სასიხარულოა ამბავია. დღეს ყველა ვაცნობიერებთ, რომ ამ ნაბიჯს სჭირდება გამყარება, წახალისება, რომ საბოლოოდ მოხდეს აღმოფხვრა იმ საფუძვლებისა, რომლებზეც შესაძლოა მსგავსი უსიამოვნება მომხდარიყო.

კონფლიქტის დარეგულირებაში და შერიგებაში მონაწილეობდა სხვადასხვა მხარე, სახელმწიფო თავისთავად, მუფტი, ადგილობრივი სასულიერო პირები და მათ შორის საპატრიარქოც.

იქ იყვნენ ასაკოვანი ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ავტორიტეტი აქვთ მოსახლეობაში, მათი ჩართულობით ჩვენთან ერთად, პირველი ნაბიჯი გადაიდგა მშვიდობისკენ და მადლობა ეკუთვნის ყველას და მოურიდებლად შემიძლია ვთქვა, რომ საპატრიარქოს მათ შორის", - თქვა ჯაღმაიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42