სააგენტო „ზონანიუსი“ ექსკლუზიურ ვიდეოკადრებს ავრცელებს თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ და წერს, რომ კადრები თავდაპირველად ინტერნეტში გავრცელდა, შემდეგ კი წაიშალა.
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში მოხდა: მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც, სავარაუდოდ, სპეცკოლონაში მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა, გადახდის აპარატს შეასკდა და ორი ქვეითი კინაღამ გატარნა. ვიდეოზე კარგად ჩანს, რომ მომხდარის შემდეგ ავტომანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ვიდეოს ავტორი ინტერნეტში მასალის წაშლამდე წერდა, რომ ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან სპეცმანქანებით მოძრავმა პირებმა, რამდენიმე წუთში სასწრაფო წესით გაიყვანეს და მომხდარზე სავარაუდოდ საქმის წარმოებაც კი არ დაწყებულა.
შსს-ს ამ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.
მასალის გამოყენების პირობები






