მემანქანე, რომელმაც 1966 წელს თბილისის მეტროს პირველი მატარებელი გაატარა, გარდაიცვალა.
ანდრო ხიხაძემ თბილისის მეტროში მუშაობა 1965 წელს დაიწყო:
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, გარდაიცვალა მემანქანე, რომელმაც პირველი მატარებელი გაატარა 1966 წელს, თბილისის მეტროს გახსნის დღეს.
მათივე განცხადებით, ანდრო ხიხაძემ თბილისის მეტროში მუშაობა 1965 წლიდან მემანქანე-ინსტრუქტორად დაიწყო, შემდგომ იყო დეპოს უფროსი და მოძრავი შემადგენლობის სამსახურის უფროსი.
"თბილისის სატრანსპორტო კომპანია ღრმა მწუხარებით აცხადებს, რომ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის მეტროს ღვაწლმოსილი ვეტერენი თანამშრომელი ბ-ნ ამბროსი (ანდრო) ხიხაძე.
ბატონი ანდრო იყო ერთ-ერთი ის მემანქანე, რომელმაც პირველი მატარებელი გაატარა თბილისის მეტროს გახსნის დღეს 1966 წლის 11 იანვარს.
ანდრო ხიხაძემ თბილისის მეტროში მუშაობა დაიწყო 1965 წლიდან მემანქანე-ინსტრუქტორად, შემდგომ იყო დეპოს უფროსი და მოძრავი შემადგენლობის სამსახურის უფროსი.
მუშაობის პერიოდში აღზარდა არაერთი თაობა, არის რამოდენიმე გამოგონებისა და სახელმძღვანელოს ავტორი, 1993 წელს საკუთარი განცხადებით გავიდა პენსიაზე. 2009 წლიდან კი კვლავ დაბრუნდა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში’’ როგორც მოძრაობის უსაფრთხოების ზედამხედველი და სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა მეტროს მოძრავი შემადგენლობის უსაფრთოებას" - წერია თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
მასალის გამოყენების პირობები






