დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, ჩინურ "სინოვაკზე" რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება, ხოლო ვაქცინაცია უკვე 24 მაისს იქნება შესაძლებელი. გამყრელიძის თქმით, "სინოვაკით" აცრას 18 წელს ზემოთ ასაკის პირები შეძლებენ.
"საბჭოს გადაწყვეტილებით, პარასკევს გამოცხადდება მისი რეგისტრაციის პროცესი, ხოლო თვითონ ადმინისტრირება ვაქცინის უკვე ორშაბათიდან საქართველოს მასშტაბით. ეს განსაზღვრულია 18 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის.
ამ ვაქცინის ეფექტურობა ინდონეზიის კვლევებით ადის 90%-მდე. ჯანმო-ს არ დაველოდებით, რადგან უკვე პირველი ჩინური ვაქცინა, პირველი დოზები თითქმის ამოწურულია. მოთხოვნილება დიდია საკმაოდ ქვეყანაში, უკვე იზრდება ვაქცინაციის მიმართ და არ არის სასურველი, რომ შევაჩეროთ ახლა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






