ქართულ ვებ-სამყაროში ახალი პორტალი გამოჩნდა: icnob.de. აღწერის მიხედვით, ეს არის "სივრცე, სადაც განთავსებულია ინფორმაცია ყველა იმ ადამიანის შესახებ, რომელიც საქართველოს მტერია: მექრთამეები, კორუფციონერები, რუსეთუმე პოლიტიკოსები, ზონდერები, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და პროდასავლური კურსის მტრები, ადამიანთა უფლებებისა და საქართველოს უზენაესი კანონის, კონსტიტუციის შეურაცხმყოფლები. იცნობდე შენი ქვეყნის მტრებს!".
საიტის შემქმნელთა თქმით, პროექტი სწორედ იმითაა საინტერესო, რომ ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს თავისი საქციელებითა და დანაშაულებებით მტრობს, ერთ სივრცეში არიან მოქცეულნი. საიტს შავი სიის ფუნქციონალი აქვს - სწორედ ამ განყოფილებაში არიან შეყვანილნი ისეთი პიროვნებები, როგორებიც არიან ტრისტან წითელაშვილი, ლევან მურუსიძე, ნიკოლოზ სამარღანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი, სერგეი გავრილოვი და სხვები. საიტის მომხმარებელს საშუალება აქვს, წაიკითხოს სტატიები კონკრეტულ პირებზე, გაიგოს, რის გამო არიან ისინი შავ სიაში და რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი.
საიტის შემქმნელების განცხადებით, ისინი აგროვებენ ინფორმაციას ნებისმიერ ადამიანზე, იქნება ეს თანამდებობის პირი, თუ უბრალო მოქალაქე, შემდეგ ახარისხებენ მას, ეძებენ უფრო მეტ მასალასა და მტკიცებულებას, ამოწმებენ ინფორმაციას და შემდეგ ათავსებენ მათ შავ სიაში. თუ თქვენს უბანში, რაიონში, ქალაქში, ადმინისტრაციულ ცენტრში გეგულებათ ადამიანები, რომლებიც კორუფციით, მექრთამეობით, რუსეთუმოებით, ზონდერობით და სხვა დანარჩენით გამოირჩევიან და ჩვენს ქვეყანას აზარალებენ, მიმართეთ ვებ-გვერდის ადმინისტრაციას ფეისბუქ-გვერდზე https://bit.ly/3op2h8R, გაუგზავნეთ ინფორმაცია და დამატებითი მასალის მოძიების შემდეგ საიტზე განათავსებენ ინფორმაციას ყველაზე, ვინც ქვეყნის მტერია.
მასალის გამოყენების პირობები






