მირზა ნოზაძე - ვინ არის ნამახვანის საწინააღმდეგო აქციების რეალური ლიდერი?
საზოგადოება - 16:44, 18 May, 2021     2644

უკვე ნახევარ წელზე მეტია, კომპანია „ენკას“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების საშუალება არ ეძლევა და ნამახვან ჰესის მშენებლობის პროცესი ჭიანურდება. მიზეზი კი რიონის ხეობის მცველებია, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში დარაჯობენ ტერიტორიას და კომპანიის ხელმძღვანელებს „ბუნების განადგურებისგან იცავენ“.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტით გათვალისწინებული ყველა კვლევა ჩატარებულია, კომპანიამ გადაწყვიტა, საერთაშორისო და ადგილობრივი 59 კვლევის შესახებ საზოაგდოებას აქტიურად მოუყვეს, რათა მათ იცოდენენ რეალური ინფორმაცია. თუმცა, რაც უფრო მეტი დრო გადის, „ანტიჰესური“ კამპანია მხარდამჭერებს აგროვებს, და მეტიც, ამ პროტესტზე ახალი პოლიტიკური ძალები თავისი მომავალი ძალის დაშენებას ცდილობენ. ისინი კარგად მანიპულირებენ ისეთი სენსიტიური საკითხებით, როგორიცაა პატრიოტიზმი, სამშობლოს მიწა-წყლის დაცვა და ქართული თანადგომა.

ვისი ბრძოლაა სინამდვილეში - ადამიანების, რომლებსაც დააჯერეს, რომ ქვეყანა ნამახვან ჰესის აშენებით თავს საფრთხეში ჩაიგდებს თუ ამ ადამიანების უკან მდგომი პირების, რომელთა მიზანიც ჰესის მშენებლობის შეჩერებით ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის შეფერხებაა?

გამოცემა Georgia Today-ში რიონის ხეობის მცველების ერთ-ერთი ლიდერის მირზა ნოზაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის განმარტავს: „ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა, რომელიც მიზნად ისახავს, გამოიწვიოს საქართველოს მთავრობა და შესაბამისი უწყებები მათი უმეცრებისა და დაუდევრობის გამო, კერძო ინვესტორ კომპანიასთან მემორანდუმის ხელმოწერის თაობაზე, ისეთ რთულ და მნიშვნელოვან პროექტზე, როგორიც არის ნამახვანის ჰესი“.

მირზა ნოზაძე გამოცემასთან ინტერვიუში მთავრობას აკრიტიკებს, რომელმაც მოქალაქეების უფლებები უკანა პლანზე გადაწია:

„ამ წინააღმდეგობის ყველაზე რთული ნაწილია მთავრობის უკანონო და ანტიდემოკრატიული პოზიცია. იმის ნაცვლად, რომ მთავრობის წარმომადგენლები ჩაერთონ თავიანთ ხალხთან დიალოგში, ისინი ყურადღებას არ აქცევენ წინააღმდეგობის წევრების ხმას და რადიკალიზაციისა და მარგინალიზაციის მიუღებელ ენას იყენებენ ჩვენი დისკრედიტაციის მცდელობაში“.

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია „ენკას“ მცდელობას, რეალური სურათი დაანახოს მოსახლეობას, „ბნელ პიარ კამპანიად“ აფასებს და აცხადებს, რომ ამით უფრო მეტი მხარდამჭერი გაიჩინა:

„მათი ბნელი პიარ კამპანიის შედეგად, ჩვენ დავინახეთ პროტესტის ზრდა, რაც აშკარა ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ხალხი უფრო ჭკვიანია, ვიდრე ამას მთავრობა აღიქვამს“.

ამჯერად, რიონის ხეობის მცველები საპროტესტო ტალღის გაზრდასა და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ, 23 მაისს კი გუმათიდან თბილისში გადმოინაცვლებენ, მანამდე კი ნოზაძე ისევ მანიპულაციური მესიჯბოქსებით ცდილობს ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები საზოგადოების პატრიოტულ სულისკვეთებას დაუკავშიროს:

„მივმართავ მოსახლეობას: ახლა მნიშვნელობა არ აქვს, მხარს ვუჭერთ თუ არა ნამახვანის ჰესის მშენებლობას, აქ მნიშვნელოვანია ეროვნული პოზიციონირება. ამ სახალხო მოძრაობით ჩვენ შევქმენით პრეცედენტი, რომ მომავალში, როდესაც პრობლემა წარმოიშობა, მთავრობა ანგარიშვალდებული იქნება ხალხის წინაშე და ექნება იმის შიში, რომ თუ ისინი ადეკვატურად არ მოახდენენ რეაგირებას, ისე როგორც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო, ხალხი კვლავ გაერთიანდება.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაჩვენოთ მთავრობას ჩვენი ერთიანობა და ვიდგეთ ერთად, როგორც ერი. ჩვენი განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ხალხის სხვადასხვა ჯგუფების გაერთიანება და ამ კავშირთან რაიმე პოლიტიკური ან სხვა დივიდენდის მიღების ნაცვლად, ჩვენ ვემსახურებოდით საერთო მიზანს, ეს არის ჩვენი ძალაუფლების დემონსტრირება და მთავრობისთვის.

23 მაისს ერთად დგომა ჩვენთვის გადამწყვეტია, რომ გავაგრძელოთ დემოკრატიული და წარმატებული ერისა და ქვეყანის განვითარება და დავამტკიცოთ, რომ ერთად დგომითა და ხალხის ხმის დემონსტრირებით, მთავრობას არ ექნება ფსიქოლოგიური და ისტორიული გამოცდილება, რომ თქვას: ”ჩვენ შეგვიძლია მათი გაჩუმება” - აღნიშნავს ნოზაძე გამოცემასთან ინტერვიუში.

რეალურად, ყველა კვლევა და მაგალითი ცხადყოფს იმას, რომ ჰესები არა მარტო ენერგოდამოუკიდებლობას, არამედ ეკონომიკურ განვითარებას, ფინანსურ მხარდაჭერას, საერთაშორისო სტაბილურობასა და მეტ პარტნიორობას განაპირობებს, რაც, როგორც წესი, ყველა პატრიოტის რეალური მიზანი და სურვილი უნდა იყოს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს არა პატრიოტული ბრძოლა, არამედ ქვეყნის წინსვლისთვის შემაფერხებელი ქმედებაა, რომელიც თავის არა ერთ უარყოფით შედეგს გამოიღებს.

ნიუპოსტი დაინტერესდა, რამდენად ორგანიზებული იქნება 23 მაისის აქცია, არიან თუ არა მზად ორგანიზატორები, ნებისმიერ დესტრუქციულ ქმედებაზე, ვინ იღებს პასუხისმგებლობას აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე, როგორ აპირებენ გაემიჯნონ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს - ლევან ვასაძეს, ლეიბორისტებს, ქართულ მარშს, ნინო ბურჯანაძეს, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ უერთდებიან 23 მაისის აქციას, ადგილი ექნება თუ არა პოლიტიკურ მოთხოვნებს და რა ფორმებს მიიღებს აქცია, ამიტომ მირზა ნოზაძეს დაუკავშირდა, რათა პირადად დაესვა ეს საკითხი, თუმცა ნოზაძემ რედაქციას განუმარტა, რომ აქციის მოახლოებასთან ერთად ცდილობენ კომუნიკაცია არ იქონიონ მედიასთან და ჩვენს კითხვებს არ უპასუხა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42