გაზაფხული ყველაზე იღბლიანი სწორედ ლატარიის მოთამაშეებისთვის გამოდგა, რადგან ლატარიაში მხოლოდ გაზაფხულზე მოგებული და გაცემულია 6 000 000 ლარი! ყოველდღიურ ლოტო ,,5/35 - ოქროს ბურთში’’ ამ პერიოდის მანძილზე უკვე მეორედ მეორე საპრიზო კატეგორიის თანხა გათამაშდა. ამჯერად 33 592 ლარი მოიგო 65 წლის ქალბატონმა ნანული კაპანაძემ ახალციხის რაიონის სოფელი კლდიდან.
,,ლოტოს მე და ჩემი მეუღლე სისტემატურად ვთამაშობთ, ციფრების დაწერა ყოველთვის მე მევალება, იმ დღესაც ჩემმა მეუღლემ რომ მითხრა ციფრები შეავსეო, ვუპასუხე - დამანებე თავი ამ შენი ლოტოთი-თქო და სწორედ იმ დღეს არ მოვიგეთ 33 592 ლარი! უზომოდ ბედნიერია მთელი ოჯახი, მოგებულ თანხას, ჯერ არ გადაგვიწყვეტია, როგორ დავხარჯავთ’’
ნანული კაპანაძე სოფელ კლდეში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს, პროფესიით სტომატოლოგია და ახალციხის სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობს.
,,ნამდვილად არ მეგონა რომ ლატარიაში დიდი თანხის მოგება შესაძლებელი იყო, როდესაც გავიგეთ რომ ოქროს ბურთში მეორე საპრიზო კატეგორია გათამაშდა, მხოლოდ მაშინ გადავამოწმეთ შეძენილი ბილეთები. ჩემმა მეუღლემ დამიძახა, მოდი ნახე მგონი 33 ათასი ლარი ჩვენ მოვიგეთო, ციფრები დაემთხვა, შემდეგ ცხელ ხაზზე დავრეკეთ და მართლა ჩვენ არ აღმოვჩნდით მოგებულები’’- ყველაზე იღბლიან დღეს ასე იხსენებს ნანული კაპანაძე.
ლოტოში მოგბული 33 592 ლარი ქალბატონი ნანული კაპანაძის ოჯახს უკვე გადაეცა. ,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ულოცავს მას მოგებას და წარმატებას უსურვებს, თქვენ კი შეგახსენებთ, რომ იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!
მასალის გამოყენების პირობები