"ეს ადამიანი ყველას იმედია, ყველას შვებაა, საუკეთესოა, ის არის, ვინც ზუსტად იცი, რომ გადაგარჩენს" - ნინო გიორგობიანი ლევან რატიანზე
სოც.მედია - 12:09, 18 May, 2021     1349

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა კორონავირუსი დაამარცხა.

ის მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა.

გიორგობიანი სოციალურ ქსელში გატარებულ დღეებზე წერს და კლინიკის დირექტორს, ლევან რატიანს საჯარო მადლობას უხდის.

,,პალატა 347 გრძელი დერეფნებით და გრძელი დღეებით.

მარტივი არ იყო, თუმცა საოცარმა მედპერსონალმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს რთული წუთები მარტივად გადამეტანა.
მუდამ პულსზე ედოთ ხელი და ჩემს მაჯისცემას მიყვებოდნენ.

აქამდე მხოლოდ ეკრანიდან ვიცნობდი ლევან რატიანს და შორიდან მესმოდა მისი პროფესიონალიზმის შესახებ, თუმცა, სხვა განცდაა, როდესაც ეს ყველაფერი შენს თავს ხდება და შენი ამბავია.

როგორ არ ვთქვა: ეს ადამიანი ყველას იმედია, ყველას შვებაა, საუკეთესოა, ის არის, ვინც ზუსტად იცი, რომ გადაგარჩენს… ყველა პაციენტის ისტორია ზეპირად იცის შესვლის დღიდან – გაწერამდე… მეამაყება, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი პროფესიონალი ექიმები გვყავს!


დღეს დავტოვე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, ჩემი პალატა და გრძელი დერეფანი…

აქ გატარებული ყველა დღე მახსოვს, მახსოვს მეზობელი პაციენტები, ერთმანეთისთვის გაზიარებული განწყობები და სურვილები…

მახსოვს ხეივნის ხედი პალატიდან და ფანჯარასთან გასამხნევებლად მოსული ჩემი მეგობრების ჯარი…

ისიც მახსოვს, როგორ გულით მინდოდა ამ სიმწვანეში სეირნობა….ბოლოს დადგა დღეც, როცა ექიმებმა დაბლა ჩასვლის ნებართვა მომცეს და არასდროს დამავიწყდება ის წუთები, როდესაც ჩემს პალატას უკვე დაბლიდან, ხეივნიდან გავყურებდი… მიხაროდა ბევრი ჰაერი, მზე, სიმწვანე…

ჯანმ

რთელობას ვუსურვებ, ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ვერაგ დაავადებას კვლავ ებრძვის და ვისურვებდი, მალე დაგვეძლიოს კოვიდის რთული ეტაპები და დავუბრუნდეთ მშვიდ და მშვიდობიან ცხოვრებას!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ ექიმს, ექთანს, სანიტარს , ყველას ვინც ასე გმირულად ემსახურება თავის პროფესიას”- წერს ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42