"ლილო მოლის“ აპლიკაცია შოპინგს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:43, 18 May, 2021     1414

„ლილო მოლი“ კავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია და ბაზარზე უკვე 30 წელია ფუნქციონირებს, აერთიანებს 6000-მდე მაღაზიას და 4000-მდე მეწარმეს.

30 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ლილო მოლმა“ განაახლა საიტი და ჩაუშვა მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც, „ლილო მოლში“ ვიზიტორების სტუმრობა გაცილებით უსაფრთხო და მარტივი იქნება. აპლიკაციის საძიებო ველში თქვენ შეძლებთ აარჩიოთ სასურველი მაღაზია და მასთან მისასვლელი უმოკლესი მარშრუტი, ასევე გაეცნოთ „ლილო მოლის“ აქციებს, აღსანიშნავია რომ, აპლიკაციაში დაემატა ვლოგის რუბრიკა, სადაც ნახავთ რა არის აქტუალური და ტრენდული ამ სეზონზე, ასევე აპლიკაციის მეშვეობით მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას, რომელი სამარშრუტო ტაქსით შეგიძლიათ „ლილო მოლში“ მისვლა, ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან. აპლიკაციის მთავარი დანიშნულება არის ნავიგაცია - ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან მიგიყვანოთ „ლილო მოლში“, სასურველ მაღაზიაში.

უნდა აღინიშნოს რომ პანდემიური შეზღუდვების ფონზე „ლილო მოლი“ 18 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით შერჩეულ მაღაზიებში მომხმარებელს ფასდაკლების კვირეულს სთავაზობს. მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის აპლიკაციის მთავარ გვერდზე მოცემულია ფასდაკლების გვერდი, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ თუ რომელ მაღაზიაშია რამდენ პროცენტიანი ფასდაკლებაა, და როგორ მოვიდნენ ამ მაღაზიამდე აპლიკაციის ნავიგაციით.

უნდა აღინიშნოს, რომ „ლილო მოლი“ 1991 წლიდან შეუზღუდავად ფუნქციონირებდა COVID-19 პანდემიის გავრცელებამდე. 2020 წლიდან დღემდე კომპანიას ორჯერ შეეზღუდა ფუნქციონირება, მიუხედავად შეზღუდვებისა და სირთულეებისა, ის მაინც აგრძელებს განვითარებას. 2020 წელს ჩატარებული მარკეტინგული კვლევის მიხედვით „ლილო მოლს“ ჯამურად მეწარმეების ჩათვლით საქართველოს ბიუჯეტში საშუალოდ შეაქვს 2%, მათ შორის დღგ-ს სახით 3%, საშემოსავლო-მოგების სახით 2%.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდისთვის, ასევე აიფონებისთვის

https://play.google.com/store/apps/details

https://apps.apple.com/us/app/lilo-mall/id1540797900





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42