გავდივარ სამუშაოდ და იმედია ცოცხალი გადავრჩები - "გლოვოს" კურიერის წერილი
საზოგადოება - 09:32, 18 May, 2021     1328

"გლოვოს" ერთ-ერთი კურიერი Facebook-ზე მიმართვას ავრცელებს. წერს, რომ გაფიცული კურიერების მხრიდან ზეწოლას განიცდის და კონკრეტულ სიტუაციებსაც იხსენებს.

"გამარჯობა. მე გლოვოს კურიერი ვარ. მე ის კურიერი ვარ რომელსაც მყავს ოჯახი. მჭირდება ფული და ვმუშაობ. ბონუსზე იმის გამო რომ ოჯახი მყავს ვერასდროს გავდიოდი, მაგრამ ოჯახის რჩენას მაინც ვახერხებდი ამ შემოსავლით. ის ცვლილებები, რაც ახლა შემოვიდა ჩემთვის ბევრად უკეთესია. შემეძლება რომ იმ ბონუსზე გასვლის ნაცვლად საათობრივი ბონუსებით ბევრად მეტი გამოვიმუშავო ვიდრე აქამდე გამომდიოდა.

ეს ცვლილებები პირადად მე და ჩემს ძმაკაცებს მოგვეწონა და გავაგრძელეთ მუშაობა. უფრო სწორედ ვცადეთ რომ გაგვეგრძელებინა.

ალბათ გაინტერესებთ ამ ჯგუფში რატომ ვიწერები და გეტყვით რატომაც. მე სასოწარკვეთილი ვარ.

სასოწარკვეთილი იმიტომ რომ მინდა ოჯახი ვარჩინო და ვხედავ ობიექტებზე დამდგარ ძველ ბიჭებს რომლებიც ქუჩურად არჩევენ საქმეს. ამ ტონით მიმართავენ ბიჭებსაც და გოგონებსაც.

ვარკეთილში დავინახე ერთი კასკიანი ბიჭი როგორ გაიგდეს სამმა გლოვერმა და ვეცადე დავხმარებოდი. მაგრამ არ დამთანხმდა და გაიქცა.

შუაღამეს კოსტავაზე მომცა შეკვეთა და ატირებული გლოვერი გოგო შემხვდა აზრი არ აქვს არაფერსო. გამორთო საათები და სახლში წავიდა. ისიც გალანძღეს.

ყველაფერს აქვს ორი მხარე და ორივე მხარე უნდა ჩანდეს საზოგადოებისთვის. მე უმადური ვარ გლოვოსიც რადგან ჩვენს მხარეს არსად აფიქსირებენ და არ წერენ პოსტს რომ ჩვენიც გაიგოს საზოგადოებამ და იმ კურიერებმა რომლებიც შეურაცხყოფას გვაყენებენ.

მხოლოდ პოსტებით გავიგე რომ ზოგი ასეთი დაიბლოკა მაგრამ დაბლოკვის მიუხედავად მაინც აგრძელებენ ჩვენთვის ხელის შეშლას. მე უკმაყოფილო ვარ პოლიციისაც რომელიც არაფერს აკეთებს და მიდიან და მოდიან მერე ისევ რა ვქნა ძმაო ამბობენ უბრალოდ შეკვეთას ველოდებითო.

მე სასოწარკვეთილი გლოვერი ვარ. შეიძლება არც დაადასტურონ, ვინ იცის. აქ წერის და მაგის გადამოწმების დრო არც მაქვს ამ პოსტის შემდეგ გავდივარ უკვე 7-დან სამუშაოდ და იმედია ცოცხალი გადავრჩები" - წერს კურიერი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42