ვითარება დმანისში - ადგილზე მუსლიმი თემის სასულიერო ლიდერები ჩავიდნენ. როგორც სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა თქვეს, ადგილზე ჩავიდნენ იმისთვის, რომ სიტუაციაში უკეთ გაერკვნენ და მუსლიმ თემს შეხვდნენ:
" შევწუხდით ამ დაპირისპირების გამო და ადგილზე ჩამოსვლა გადავწყვიტე ვითარებაში გასარკვევად. მინდოდა, რომ ეს კონფლიქტი არ გამწვავებულიყო და ამაში ჩვენი წვლილი შეგვეტანა, რადგან აქ უკვე სიმშვიდეა, მინდა, მუსლიმ თემს შევხვდე და გავესაუბრო, რომ მხარეები დამშვიდდნენ. ჩვენ კავკასიელი ხალხი ერთმანეთთან საუკუნეებია ვმეგობრობთ, ბევრი რამ გვაკავშირებს, დარწმუნებული ვარ ამ პრობლემასაც დავძლევთ", - ამბობს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი.
მუფტი ეტიბარ ეიმანოვი ამბობს, რომ ამ მცირე ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირების ეთნიკურ შუღლად წარმოდგენა ძალიან ცუდია და არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს.
"გუშინდელი ფაქტის გამო ძალიან შევწუხდით, დმანისში ჩამოსვლა და ადგილზე სიტუაციაში გარკვევა გადავწყვიტეთ. ამ მცირე ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირების ეთნიკურ შუღლად წარმოდგენა ძალიან ცუდია და არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს", - ამბობს მუფტი ეტიბარ ეიმინოვი.
მასალის გამოყენების პირობები






