დმანისში მოსახლეობას შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად მუსლიმი თემის სასულიერი ლიდერებიც ჩავიდნენ. ისინი მხარეებს შერიგებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. ადგილზე იმყოფებიან მუფტი ეტიბარ ეიმინოვი და შეიხი რამინ მიგიდოვი.
გარდა ამისა, ქალაქში იმყოფებიან შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე, სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და კრიმინალური პოლიციის უფროსი მამუკა ჭელიძე.
შეგახსენებთ, დღევანდელი დაპირისპირება გუშინდელი ინციდენტის გაგრძელებაა. გუშინ ერთ-ერთ მაღაზიასთან ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც ცნობილი ხდება, გუშინდელი ანგარიშსწორება ერთ-ერთ მაღაზიაში პროდუქციის ვალადა გაცემაზე უარს მოჰყვა. ინციდენტის გამო ჩხუბში მონაწილე რამდენიმე პირი დაკითხვაზე გადაიყვანეს, დღეს კი ადგილობრივ სვანებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირება გამწვავდა.
მასალის გამოყენების პირობები






