სასტუმრო "რუმსში" ლგბტქ აქტივისტები და პოლიტიკოსები შეხვედრას მართავენ, სადაც ადამიანის უფლებებზე მსჯელობენ. პარალელურად, სასტუმროს გარე ტერიტორიაზე ძალადობრივი ჯგუფები შეიკრიბნენ და ჰომოფობიურ აქციას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, შეხვედრის შესახებ გვიან გაიგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესს ჩაშლიდნენ.
ადგილზე იმყოფება ჰომოფობიური აქტივისტი გურამ ფალავანდიშვილიც. მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა შვილების ბედნიერი მომავლის წინააღმდეგაა მიმართული:
"მივხვდით, რომ აქ იქნებოდნენ. ეს არის შულავერის კომიტეტი, საქართველოს სუვერენიტეტის, მომავლის, შვილების ბედნიერი მომავლის წინააღმდეგ შეკრებილი. და მიუხედავად იმისა, რომ მას ხელი არ მოაწერა ოცნებამ, ოცნება არის მათი მასპინძელი, ის თავისი პოლიციით იცავს ამ სიბინძურეს და ერის ღალატს" - განაცხადა ფალავანდიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






