თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, ფოტოგრაფი დარო სულაკაურის გამოფენას - "სიზმარს ვხედავდი" უმასპინძლებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:23, 17 May, 2021     1388

თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, „ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში ფოტოგრაფი და დოკუმენტალისტის, დარსო სულაკაურის გამოფენას - „სიზმარს ვხედავდი... პანდემიის დღიური" უმასპინძლებს. გამოფენა 17 მაისს 17:00-ზე გაიხსნება და ერთ თვეს გაგრძელდება.

„სიზმარს ვხედავდი" ჩემი სამი თვის პანდემიის დღიურია და პირველი ხელნაკეთი წიგნი ობიექტი, რომელიც 11-მეტრიან ექსპოზიციად ტრანსფორმირდება", -დარო სულაკაური.

დღიურიდან:

„როდესაც პანდემიის დროს პირველად გავედი გარეთ, მივხვდი, როგორი სიურრეალისტური

გახდა გარე სამყარო ჩემთვის. პირბადიანი ხალხი ტრანსპორტში, დაცარიელებული ქუჩები,

დაბნეულობის და ქაოსის შეგრძნება მეუფლებოდა. ველოდებოდი იმ ცხოვრების დაბრუნებას,

რომელიც ოდესღაც მქონდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ოჯახის ყველაზე

ახლობელ ადამიანს სწორედ ამ საყოველთაო კარანტინის დროს დავკარგავდი. თითქოს ჩემი

ბავშვობის ყველაზე მძაფრი შეგრძნებებიც მასთან ერთად მოკვდა. ჩვეული დასაფლავების

საშუალება კოვიდ-19-ის პირობებში აღარ იყო. პირბადეებით ვიყავით სასაფლაოზე მხოლოდ

ჩვენ: ჩემი მშობლები, მამიდა და მესაფლავეები.

მომაკვდინებელმა ვირუსმა სიკვდილის სევდა მოიტანა. მიჭირდა იმის გადმოცემა, რასაც

ვგრძნობდი, რაღაც უცნობი, სხვა ყველა ემოციისგან განსხვავებული შეგრძნება მქონდა,

როგორც უცნაური სიზმარი, რომლის დასიზმრებაც გარდაუვალი იყო; თითქოს ცარიელ

მდელოზე ვიდექი, გარშემო მხოლოდ ტყე იყო, მაგრამ ტყეში ისე მჭიდროდ იყო ხეები

ერთმანეთთან, რომ შეუძლებელი იყო შიგნით შესვლა გზის საპოვნელად და შინ დაბრუნება."

წიგნი:

როცა ლოქდაუნი დაიწყო და ყველაფერი შეწყდა, მათ შორის ჩემი სამსახურიც, საკუთარ

თავს მივეცი დავალება, რომ ყოველდღე გადამეღო ფოტოები და მეწერა, რითაც

არაცნობიერად საკუთარ თავს შფოთვასთან გამკლავებაში ვეხმარებოდი. სამი თვის

განმავლობაში, ყოველდღე თითო ფოტოს ვიღებდი და საკუთარ ნააზრევს ვიწერდი. ჩემს

ვებსაიტზე უწყვეტი ჰორიზონტალური გვერდი შევქმენი, სადაც ყოველდღე თითო ფოტოს და

დასკანირებულ ხელნაწერ ტექსტს ვტვირთავდი.

დღიურის გაფიზიკურებით, მინდოდა, რომ ის წიგნზე მეტი ყოფილიყო. წიგნი აკორდეონის

ნაკეცებადაა აკინძული 11 მეტრის სიგრძეზე, როგორც უწყვეტი პანდემიის გაუთავებელი

დღეები. გვერდები ისევე დეფორმირდებოდა, როგორც დღეები კარანტინის დროს.

წიგნის შუაგულში ჩემი შვილის ფოტოა, რომელიც კარის ღრიჭოდან იყურება. როგორც

ბევრნი საკუთარი სახლიდან ახალ სამყაროს ვუყურებთ და ვცდილობთ, ბუნდოვან

ვითარებაში გავრკვეულიყავით.

ჩემი შვილის გამოსახულების უკან ხის კუბიკებია. ლოკდაუნის დროს ის ყველა სათამაშოთი

თამაშობდა, რომელიც სახლში ჰქონდა, ხის კუბიკების გარდა. კუბიკები წიგნში ჩავრთე,

როგორც ნივთი, რომელიც უარყვეს — ისევე, როგორც მე უარვყოფდი ახალ სამყაროს.

როგორც კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერი, თიბისი კონცეპტის სივრცე 3 დამოუკიდებელ გალერეას აერთიანებს, რომელიც მუდმივად მასპინძლობს ცნობილი თუ დამწყები ხელოვანების გამოფენებს. უახლოეს მომავალში, თიბისი კონცეპტი ხელოვნების მხარდაჭერის მიმართულებით არაერთ სახელოვნებო გამოფენას და საგანმანათლებლო ინტერაქტიული ლექციების და შეხვედრების სერიას გეგმავს, რომელთა მიზანიც ხელოვნების საზოგადოებისთვის თანამედროვე, ციფრული ფორმატებით გაცნობაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42