მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება ჩინურ "სინოვაკზე" რეგისტრაცია, მომდევნო კვირიდან კი აცრაც შესაძლებელი იქნება
COVID-19 - 13:52, 17 May, 2021     1234

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე კვირიდან რეგისტრაცია დაიწყება ჩინური "სინოვაკით" ვაქცინაციისთვის, ხოლო მომდევნო კვირაში მსურველები უკვე ამ ვაქცინით აცრასაც შეძლებენ.

მისი განმარტებით, "სინოვაკთან" დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ვაქცინას საბჭო მხარს უჭერს:

„სინოვაკი“ ქვეყანამ მიიღო 100 ათასი დოზის ოდენობით. ვაქცინაციის საბჭო მხარს უჭერს „სინოვაკის“ გამოყენებას მანამდე, სანამ იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან ამ ეტაპზე უკვე არსებობს ჯანმო-ს ექსპერტების სატრატეგიული ჯგუფის წინასწარი დადებითი დასკვნა. შუალედური დასკვნის შედეგები „სინოვაკისთვის“ არის ძალიან კარგი და ასევე, ისიც ცნობილია, რომ ევროპის მარეგულირებელმაც დაიწყო „სინოვაკის“ შესწავლა იმისთვის, რომ განიხილოს მისი აკრედიტაციისა და აღიარების საკითხი ევროპაში. ჩვენს შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ კვირის ბოლომდე დაიწყება რეგისტრაცია „სინოვაკზე“ და უკვე მომდევნო კვირიდან „სინოვაკის“ მიღების შესაძლებლობა ექნებათ დაინტერესებულ მოქალაქეებს. 20-ზე მეტ ქვეყანაშია „სინოვაკი“ ავტორიზებული და 10 მილიონი ადამიანია აცრილი „სინოვაკით“, მათ შორის, აზერბაიჯანსა და თურქეთში,“- განაცხადა გაბუნიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42