Bloomberg-ის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 176 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.45 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 9.5% -ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი,
პლატფორმის თანახმად, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 23.7 მილიონ ადამიანს უტარდება. გამოყენებული ვაქცინების რაოდენობით მსოფლიოში ჩინეთი ლიდერობს, სადაც 392 მილიონზე მეტი დოზაა გახარჯული. 273 მილიონი დოზაა გამოყენებული აშშ-ში, 197 მილიონი - ევროკავშირში, 182 მილიონი - ინდოეთში.
ყველაზე მეტი მოქალაქე, პროცენტულად, სეიშელის კუნძულებზეა აცრილი, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 63.9 %-ს აქვს გაკეთებული. მას ისრაელი მოჰყვება, სადაც ორივე დოზით მოქალაქეთა 56.3% აიცრა. მათ სან-მარინო, ბაჰრეინი და ჩილე მოჰყვებიან.
მასალის გამოყენების პირობები






