17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 15:29, 16 May, 2021     2981
ვერძი

თუ ვინმეს პროტექციას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით რაშედეგს მოიტანს ეს ქმედება თქვენთვის და უფრო ხომ არ გაამწვავებთ ამ ადამიანის მდგომარეობას, სჯობს ამჯერად სხვამ დაარეგულიროს რთული სიტუაცია.

კურო

შესაძლოა დღეს შანსი გაგიჩნდეთ სარფიანად დააბანდოთ ფული რაიმე პერსპექტიულ საქმეში, მაგრამ იყავით მაქსიმალურად ყურადღებით, რადგან არის თაღლითობისა და მოტყუების ალბათობაც არაკეთილმოსურნეთა მხრიდან.

ტყუპები

შეეცადეთ ბიზნესსა და ზოგადად ნებისმიერ საქმეში გამოიყენოთ მხოლოდ ის რესურსები, რომელსაც თავად განაგებთ, ეს თქვენთვის კარგ სარგებელს მოიტანს, შეგიძლიათ ზომიერების ფარგლებში გარისკოთ კიდეც.

კირჩხიბი

ნუ იზარმაცებთ და ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ საქმეები თავისთავად მოგვარდება ან თქვენს სამუშაოს ვინმე გააკეთებს. მოიკრიბეთ ნებისყოფა და საქმეს შეუდექით, ამოქმედდით, დაიწყეთ პროცესი და ფეხი აუწყვეთ დროის მოთხოვნებს.

ლომი

შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი საქმიანობის გადადება და რაიმე უფრო მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღოთ მონაწილეობა, ტყუილად ნუ შეეცდებით განზე გადგომას, სულ ერთია მაინც თქვენსკენ იქნება ყურადღება მოპყრობილი.

ქალწული

მძაფრი სურვილი თუ მცდელობა სხვას დაეხმაროთ არაფერს მოგიტანთ და საერთოდაც არავინ დაგიფასებთ. დღეს გონივრული იქნება ტყუილად არ დახარჯოთ ენერგია და დაზოგოთ ნერვები.

სასწორი

სასურველია მოუსმინოთ სხვებს, მაგრამ ძალიან სერიოზულადაც ნუ მიიღებთ მათ რჩევებს, შეადარეთ მათი ნათქვამი და თქვენი შეხედულებები და თვითონვე დაინახავთ საკუთარი აზრის უპირატესობას.

მორიელი

დიდი გულისყურით მოეკიდეთ საქმიან ქაღალდებს, დოკუმენტებს. შესაძლოა იპოვნოთ ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი რამ, რაც თქვენს საქმიანობას სრულიად შეცვლის, რასაკვირველია უკეთესობისაკენ.

მშვილდოსანი

გულში ნუ დაიტოვებთ სათქმელს და თქვით პირდაპირ, ხმამაღლა და გასაგონად თუ რას თხოვთ ადამიანებს. თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ დაიცვათ საკუთარი უფლებები, პოზიციები და ინტერესები.

თხის რქა

არის ალბათობა გამწვავდეს იურიდიული საკითხები, რაც საფრთხეს უქმნის თქვენს მიზნებს. თუ საკუთარი ძალებით ვერ უმკლავდებით სირთულეებს დახმარებისთვის პროფესიონალებს მიმართეთ.

მერწყული

მოიცილეთ აბეზარი ფიქრები და ნეგატიური განწყობა, ნუ კვებავთ ეჭვებითა და წყენებით თქვენს ემოციებს. ნუ ჩაიკეთებით, მიმოიხედეთ და გარშემომყოფებში გულწრფელ, საინტერესო ადამიანებს აღმოაჩენთ.

თევზები

შეეცადეთ კარგი სტრატეგიით მოიფიქროთ ყოველი დეტალი და გაწეროთ საბოლოო შედეგამდე, ყველა მხრიდან, ყოველი კუთხიდან შეხედეთ რას მოგიტანთ თქვენი გეგმის განხორციელება და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42