ისრაელის არმიის და "ჰამასის" და პალესტინელთა სხვა დაჯგუფებების შეიარაღებული დაპირისპირება თითქმის ერთი კვირაა გრძელდება. კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდა მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელთა ოჯახების გასახლება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 13 მაისს საღამოს, საგანგებო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ისრაელის სახელმწიფოს სიმშვიდისა და უსაფრთხოების აღსადგენად. ნეთანიაჰუს თქმით, „ჰამასს“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ისრაელზე თავდასხმა ძვირად დაუჯდებათ. 15 მაისს კი მან განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს სრული ძალით მოქმედებას და ის, ვინც ცეცხლი დაანთო, ცეცხლს მიიღებს. ისრაელსა და ღაზის სექტორში არსებულ ვითარებაზე დღეს გაეროს უშიშროების საბჭოზე იმსჯელებენ.
ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული ევროკავშირის, კანადის, აშშ-სა და ისრაელის მიერ და მისი თავდასხმები ისრაელის მოქალაქეებზე და სხვა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები დაგმობილ იქნა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის, საერთაშორისო ამნისტიისა და ჰუმან რაითს ვოჩის მიერ.


მასალის გამოყენების პირობები






