"მთავარი არხის" დილის გადაცემის წამყვანი თორნიკე ჯგერნაია სასულიერო პირის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს - ამის შესახებ მან გადაცემაში "შენი დილა" ისაუბრა.
მას სასულიერო პირის სახელი არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ შემთხვევა საპატრიარქოში მოხდა.
"15-16 წლის ვიყავი, როდესაც მესამე სართულზე ავდიოდი პატრიარქთან შესახევრად. შორენას ოთახიდან, მეორე სართულიდან გადმოვინაცვლე და გავეშურე პატრიარქთან. ერთ-ერთი ეპისკოპოსი ჩამოდიოდა. მან გამაჩერა და ღიმილით მკითხა, ვისი ბიჭი ხარო. დავიბენი, არ ვიცოდი, რა მეპასუხა, არ მქონდა მაშინ დიდი გამოცდილება სასულიერო პირებთან ურთიერთობის... შემდეგ უცებ ჩამავლო ხელი და საკმაოდ ძლიერი მოძრაობით კედელზე მიმაყუდა. ეს ხდება საპატრიარქოში, მეორესა და მესამე სართულს შორის. მითხრა, რომ ძალიან ლამაზი თვალები მაქვს და ძალიან გემრიელი ვარ და მეორე ხელი ქვემოთ, ფეხებთან ამომისვა. მითხრა, რომ აუცილებლად შევხვდებოდით მონასტერში" - თქვა თორნიკე ჯგერნაიამ.
მასალის გამოყენების პირობები