ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმა დედაენის ბაღში - GDI შსს-ს მყისიერი და მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს
საზოგადოება - 11:55, 16 May, 2021     1416

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" დედაენის ბაღში ჰომოფობიურ ნიადაგზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და შსს-ს მყისიერი და მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს:

"GDI ეხმაურება 2021 წლის 15 მაისს დედაენის ბაღში ჰომოფობიურ ნიადაგზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს შსს-ს, ჰქონდეს მყისიერი და მკაცრი რეაგირება სამართალდარღვევის თითოეულ ასეთ შემთხვევაზე, რომელიც სცდება გამოხატვის თავისუფლების დასაშვებ ფარგლებს და საფრთხეს უქმნის როგორც კონკრეტული ინდივიდების ფიზიკურ ხელშეუხებლობას, ასევე საზოგადოებრივ წესრიგს და მშვიდობიან თანაცხოვრებას.

გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის 15 მაისს დედაენის ბაღში მოხდა თავდასხმა, კერძოდ, გურამ ფალავანდიშვილმა დააზიანა ლგბტქ აქტივისტების ინსტალაცია, აგრეთვე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა აქტივისტებს. ადგილზე მისულმა პოლიციამ ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერი თანმხლებ პირებთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ განარიდა ინსტალაციის მიმდებარე ტერიტორიას. ამ დრომდე უცნობია, გატარდა თუ არა მის მიმართ რაიმე სამართლებრივი ღონისძიება.

აღსანიშნავია, რომ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (IDAHO), 15-20 მაისის ფარგლებში თბილისში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. ამასთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.“ თუმცა, ამის საპირისპიროდ გუშინდელი ინციდენტი მიუთითებს შსს-ს არასაკმარის ძალისხმევაზე, სამართალდარღვევის აღკვეთასთან ერთად პასუხი აგებინოს ჰომოფობიურად განწყობილ პირებს.

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ღირებულებაა, რომლის ფარგლებშიც არსებობის უფლება მათ შორის არადემოკრატიულ და საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ სიძულვილით განმსჭვალულ მოსაზრებებსაც აქვთ. თუმცა მაშინ, როდესაც ამგვარი შეხედულებები გადადის აქტიურ მოქმედებაში და ზიანდება ადამიანების ფიზიკური ხელშეუხებლობა ან მათი საკუთრება, სახელმწიფოს უჩნდება არათუ უფლებამოსილება, არამედ ვალდებულება, დაიცვას ადამიანები ამგვარი თავდასხმებისგან. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და ებრძოლოს ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს/სამართალდარღვევებს, ამავდროულად კი მისცეს ლგბტქ აქტივისტებს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა, - წერს ორგანიზაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42