“ემიგრანტების არხი და ქართველი ემიგრანტები” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც პოსტში ვკითხულობთ, შოთო სიხარულიძის ნათესავი, ახალგაზრდა ქალი, ნატო წულაია გარდაიცვალა:
“როგორ მიგიღო მიწამ… ამდენი ხალხის ზღვად ქცეული ცრემლი… ამდენ ადამიანს უკვირს ხო უკვირს ასეთი ძვირფასი როგორ მიგიღო მიწამ…ნუთუ მიწას არ შერცხვება შენიი? შენი გაუხუნარი სილამაზე იმიერში გადასახლდა, მენანები მიწისთვის, დაიმკვიდრე მარადიული სასუფეველი.
ის იწვა მშვიდი, ისეთი მშვიდი თითქოს, თითქოს იმქვეყნად ელოდნენ და იცოდა სად მიდიოდა… ის იმდენად ლამაზი იყო, სანთლებთან ერთად ანათებდა… თავთან დედა იჯდა, ოდნავ მოშორებით მეუღლე… პატარა შვილები… მზე ჩაუქრათ ერთადერთი მზე… ნატო კი იწვა, ლამაზი, ლამაზი, ლამაზი, ღმერთო ჩემო, როგორი ლამაზი და ანათებდა…
დღეს, ყვავილების მდინარეს ოზურგეთში კუბო ცისკენ მიჰქონდა…. დღეს, შენს სხეულს მიაბარებენ მიწას. ალბათ ძალიან შეგცივდება, მაგრამ გურიის შემოქმედის მზის პირველი სხივები გაათბობს შენს გაყინულ სხეულს და მარტოდ დარჩენილს გზა გაგინათდება.
ამოთხრილ სამარესთან არის წამი როცა ყველა ირინდება. ქალები ტირილს წყვეტენ, მამაკაცები შეუმჩნევლად იმშრალებენ ცრემლს. ბუნებაც კი ირინდება… ნატოსნაირი მებრძოლი სულის, სიცოცხლისმოყვარული ადამიანისათვის ნაადრევი იყო ამქვეყნიდან წასვლა. მსუბუქი იყოს მისი საფარველი! ნათელში მისი სული, ამინ!.. – წერს “ემიგრანტების არხი და ქართველი ემიგრანტები”.
მასალის გამოყენების პირობები