საქართველოს ბანკი ბიზნესს აგრომეურნეობის დაზღვევას სთავაზობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:35, 14 May, 2021     1717

14 მაისი, 2021- საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის სანდო პარტნიორი, მისთვის სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. იმისათვის რომ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულმა ბიზნესებმა შეძლონ მოსავლის დაზღვევა და დაგეგმილი ფინანსური სარგებლის მიღება, ამისათვის ბანკი მათ სწორ გადაწყვეტილებას - ალდაგის აგროდაზღვევას სთავაზობს.

საქართველოს ბანკის მიერ სპეციალურად აგრობიზნესებისთვის შექმნილი პროდუქტი მოსავლის შემდეგ კატეგორიებზე ვრცელდება:

· ვაზი;

· მარცვლეული კულტურები;

· პარკოსანი კულტურები;

· ბოსტნეული კულტურები;

· ბაღჩეული კულტურები;

· ხეხილი;

· კენკროვანი კულტურები;

· კაკლოვანი კულტურები;

· სუბტროპიკული კულტურები;

· ციტრუსი;

აგრობიზნესების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შემდეგი რისკების დაზღვევას ითვალისწინებს:

· სეტყვა;

· წყალდიდობა;

· ქარიშხალი;

· საშემოდგომო ყინვა (ციტრუსისთვის)

გასათვალისწინებელია, რომ დაზღვევისას აგრობიზნესის წარმომადგენელს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს სახელმწიფოს სუფსიდიით. გადასახდელი პრემიის 70% კი მას სახელმწიფო დაუფინანსებს. იმ შემთხვევაში, თუკი ნაკვეთის მოცულობა აღემატება 5ჰა-ს, ბიზნესის წარმომადგენელს შეუძლია მოახდინოს მეურნეობის დაზღვევა არასახელმწიფო დაზღვევის პირობებით. რომლის დროსაც, პოლისის სრული ღირებულება თავად ბიზნესმა უნდა დაფაროს. შესაბამისი ფინანსური რესურსის არქონის შემთხვევაში კი, ბანკი მათ აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს საჭირო ინვესტიცია. აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო პოლის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ ერთი თვის და არაუმეტეს 3 წლის ვადით (კონკრეტული წლის მოსავლის ციკლის გათვალისწინებით).

„იმისთვის რომ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ჩვენი პარტნიორი ბიზნესები კიდევ უფრო მშვიდად და დაზღვეულად გრძნობდნენ თავს გაუთვალისწინებელი რისკებისგან, ჩვენ მათ აგროდაზღვევა შევთავაზეთ. პროდუქტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბიზნესის განვითარებაში, ვინაიდან მისი დახმარებით კიდევ უფრო მარტივი ხდება ისეთი ფაქტორების წინასწარ გათვლა და დაგეგმვა, როგორიცაა მოსალოდნელი მოსავალის თუ შემოსავალის მოცულობა. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სიახლეების დანერგვასა და ბიზნესისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებების შეთავაზებას“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

პროდუქტზე დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3eMCF2E





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42