როგორ შეგიძლია მოიპოვო შიდა დაფინანსება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
განათლება - 10:15, 14 May, 2021     2377

თუკი აბიტურიენტი ხარ და წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებ, ალბათ გაინტერესებს, დაფინანსების რა ვარიანტებს გთავაზობენ თავად უნივერსიტეტები გარდა სახელმწიფო გრანტისა.

მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) შეთავაზებებს და შენთვის მორგებული საუკეთესო მოდელი ამოარჩიო.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების მოტივაციაზე პირველივე სემესტრიდან ზრუნავს. აკადემიურ მოსწრებაზე, ქულებსა და აქტიურობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

CIU- ში სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები, მხოლოდ აკადემიურ ცხოვრებაში არ გამოიხატება. პროგრამის დასრულებამდე, წლების განმავლობაში ახალგაზრდები აქ პროფესიულ ცოდნასთან ერთად, იმ უნარებსაც იძენენ, რომელიც საჭიროა დასაქმებისთვის და, ზოგადად, თვითრეალიზაციისთვის.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია, დავეხმაროთ სტუდენტებს როგორც ორგანიზებული ცოდნის მოპოვებაში, ისე ჯანსაღი ცხოვრებისეული ხედვის გამომუშავებაში, რომელიც მათ ცოდნას ძალად აქცევს და დაარწმუნებს, რომ საკუთარ თავში ყოველთვის შეიძლება აღმოაჩინო ახალ-ახალი წარმატებებისათვის ბრძოლის სურვილი“, - აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია.

ახალი წარმატებებისთვის ბრძოლის სურვილი კი შიდა დაფინანსების სხვადასხვა მოდელებითაა გამყარებული. სტუდენტები, რომლებიც მაღალ აკადემიურ მოსწრებას აჩვენებენ, შემდეგი სემესტრიდან სემესტრული საფასურის 100, 50 ან 20%-იან სტიპენდიას მოიპოვებენ.

ყველაზე მთავარი - უმაღლესი სასწავლებლები პრიორიტეტების მიხედვით

ყველაზე მთავარი, რაც უნდა იცოდე, არის ის, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) ყველა აბიტურიენტს, რომელიც პირველ ნომრად 115-ს შემოხაზავს, პირველ სემესტრში ყოველთვიურ 100-ლარიან სტიპენდიას და ლეპტოპს სთავაზობს.

მეორე პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში, კი მიიღებ ან 100 ლარიანი ყოველთვიურ სტიპენდიას პირველ სემესტრში ან ლეპტოპს.

სახელმწიფო გრანტის მიღება

თუ 70%-იან ან 100%-იან სახელმწიფო გრანტს მოიპოვებ და, ამავე დროს, CIU პირველ ნომრად გექნება არჩეული, დარჩენილი სწავლის საფასური პირველი წლის განმავლობაში სრულად დაგიფინანსდება, ასევე მიიღებ ლეპტოპსა და 100 ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიას პირველ სემესტრში.

ზემოთ აღნიშნული შეღავათების გარდა CIU-ში მოქმედებს ოქროს ან ვერცხლის მედალოსნებისთვის განსაკუთრებული პირობები

თუკი სკოლა ოქროს ან ვერცხლის მედალზე დაამთავრე, CIU ამას ყურადღებას აუცილებლად მიაქცევს. ოქროს მედალოსანი სტუდენტები 20%-იან, ვერცხლის მედალოსანი სტუდენტები კი - 10%-იან დაფინანსებას მოიპოვებენ, მისი შენარჩუნება შემდეგი წლიდან კი დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე.

მაგისტრატურის დაფინანსება

დაბოლოს, გარდა საბაკალავრო პროგრამებისა, შიდა დაფინანსება სამაგისტრო პროგრამებზეც მოქმედებს. თუკი საბაკალავრო საფეხური 3.5 და მეტი GPA ქულით დაასრულე, მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში CIU-ში 50%-იან შიდა გრანტით ისწავლი.

CIU-ში დაფინანსების თითოეული მოდელი სტუდენტთა საჭიროებების მიხედვითაა შემუშავებული. ერთ-ერთი პრიორიტეტი გადახდის მოქნილი სისტემაა, რაც გულისხმობს გადახდას სტუდენტზე მორგებული გრაფიკით.

სწორად შერჩეული უნივერსიტეტი

და ბოლოს, რისგან შედგება თქვენთვის სტუდენტობა? რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს ეს პროცესი, რომ თამამად ვთქვათ - სტუდენტობა 100%-ით? პასუხი მარტივია: მრავალფეროვანი და ბედნიერი სტუდენტობა; საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროგრამები; გაცვლითი პროგრამები დაფინანსებით ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში; წარმატებული და მაღალკვალიფიციური ლექტორები; პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება; დასაქმება სწავლის პარალელურად; გადახდის მოქნილი სისტემა; სტიპენდიები და გრანტები - ამიტომაც აირჩიე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (115) და გამოსცადე შენი 100%-იანი სტუდენტობა!

CIU-ს ფაკულტეტებისა და საბაკალავრო პროგრამების სანახავად კი ეწვიეთ ბმულს - https://ciu.edu.ge/uploads/images/pdf/ciu-cnobari.pdf





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42