ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, სოციალური მუშაკები შეუშვეს, თუმცა სახალხო დამცველს ეკლესია ისევ არ აძლევს მოზარდების მონახულების უფლებას.
დღეს, სამოქალაქო აქტივისტები მთავრობის ადმისნიტრაციასთან მდუმარე აქციას გამართავენ და პანსიონატში სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეშვებას მოითხოვენ.
"ჩვენ არასდროს მოგვისმენია სოციალური სამსახურისგან კრიტიკული შეფასება და საერთოდ ინფორმაცია რა ხდება ამ ბავშვთა სახლში. სოციალური სამსახური სახელმწიფოს წარმომადგენელი, შიდა ორგანოა, რომლისგანაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის, სამწუხაროდ, ვხედავთ სახელმწიფოს საამეებლ ინფორმაციას. სოციალური მუშაკის შესვლა არაფრით არ ცვლის სახალახო დამცველის კრიტიკულ აუცილებლობას, დადიოდეს ბავშვთა სახლებში, დახურულ დაწესებულებებში და დამოუკიდებელ მონიტორინგს ახორციელებედეს" - თქვა "პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის" თავმჯდომარემ, ანა აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






