საუკეთესო გადაწყვეტილებაა განავითარო მეღვინეობა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:54, 13 May, 2021     1563

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად მეღვინეობის ხელშეწყობის მიზნით ბანკმა 132,000 ევროს მოცულობის ინვესტიცია გამოყო, რაც აჭარაში, სოფელ ვარჯანისში, ღვინის სახლისა და სასტუმროს მშენებლობას მოხმარდა. „შატო ივერი“ 1 ჰა ფართობზე ვენახებს, სასტუმროსა და რესტორანს აერთიანებს. პროექტის ჯამური ღირებულა კი 1,500 ,000 ლარს შეადგენს.

„ჩვენს ოჯახს ღვინის წარმოების საუკონოვანი გამოცდილება აქვს. სწორედ ჩვენს ტერიტორიაზე იპოვეს ძველი ქვევრები, რაც ვაზის კულტურის უხსოვარი დროიდან არსებობაზე მიანიშნებს. სწორედ ამიტომ გაჩნდა ღვინის სახლის იდეა, რათა შეგვენარჩუნებინა ტრადიცია. ამ წამოწყების განხორციელბაში კი ბანკმა გაგვიწია მხარდაჭერა“, - აცხადებს ივერი ბერიძე, „შატო ივერის“ მფლობელი.

„შატო ივერი“ მაღალი ხარისხის, ორგანულ ღვინოს ტრადიციული ქართული მეთოდით აწარმოებს. კომპანია მომხმარებელს 3 დასახელების ღვინოს - ცოლიკოურს, ჩხავერსა და საწურს სთავაზობს.

„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დასრულდა ღვინის სახლისა და სასტუმროს მშენებლობა, წარმოება კი კიდევ უფრო გაფართოვდა. ამჟამად საქმიანობაში რამდენიმე ადამიანია ჩართული, თუმცა მალე დასაქმებულთა რიცხვს გავაორმაგებთ”, - დასძენს ივერი ბერიძე.

„შატო ივერი“ წელიწადში 5,000 ბოთლი ღვინის და 1,000 ბოთლი ჭაჭის წარმოებას უზრუნველყოფს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება, მის ხარისხზე კი საერთაშორისო ღვინის ფესტივალებზე მინიჭებული არაერთი მაღალი შეფასება მეტყველებს. ამასთან, 2020 წელს კომპანია ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების, Welcome to Georgia-ს გამარჯვებული გახდა, ნომინაციაში „საუკეთესო სოფლად ტურიზმი“.

აღსანიშნავია, რომ ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში კომპანია სამომავლოდ ენერგო ეფექტურობის პროექტის განხორციელებასაც გეგმავს. პროექტი 15 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის დამონტაჟებას ითვალისწინებს, მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია კი „შატო ივერი“-ს საშუალო წლიური მოხმარების 60% დაფარავს.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკმა კვლავ გამოგვიცხადა მხარდაჭერა ჩვენი ახალი წამოწყების გასახორციელებლად. აღნიშნული პროექტი საგრძნობლად გაზრდის კომპანიის ენერგო ეფექტურობას და ხელს შეუწყობს მის სამომავლო განვითარებას“, - აცხადებს ივერი ბერიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42