ქუთაისის მერის მოადგილის ბიზნესპარტნიორის კომპანია მუნიციპალიტეტის ტენდერებს იგებს
საზოგადოება - 12:11, 13 May, 2021     1122

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, ქუთაისის მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორის კომპანია შპს "ლიკო-1" ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტენდერებს იგებს. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ თავად იუზა უგულავა 2019 წლიდან ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიას.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შპს “ლიკო-1”-ის მფლობელი იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორი ზაალ ხიდაშელია, რომლის კომპანიამაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის 294 545 ლარის ტენდერი მოიგო, 5-დან 4 ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა, ხოლო სატენდერო კომისიას ქუთაისის მერის მოადგილე იუზა უგულავა ხელმძღვანელობს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლონ ქუთაისის მერიის ტენდერებში შპს "ლიკო-1"-ის გამარჯვების კანონიერების საკითხი.

"სწორედ 2019-2021 წლებში გაიმარჯვა ქუთაისის მერიის მიერ აუქციონის გარეშე გამოცხადებულ 5 ელექტრონულ ტენდერში შპს "ლიკო-1"-მა. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია ზაალ ხიდაშელი, რომელიც ქუთაისის მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორია. იუზა უგულავა და ზაალ ხიდაშელი ფლობენ 50-50%-იან წილებს შპს “იუკოში”, რომლის დირექტორიც ასევე ხიდაშელია.

ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 294,545 ლარი შეადგინა. 2019 წელს 114,220 ლარის ტენდერი მოიგო, 2020 წელს - 16,000 ლარის, ხოლო 2021 წლის 5 მარტს კომპანიასთან 164,325 ლარზე გაფორმდა ხელშეკრულება. ხუთი ტენდერიდან ოთხ შემთხვევაში შპს “ლიკო-1”-ს კონკურენტი არ ჰყოლია. კომპანიას ქუთაისის სკვერებისთვის ძელსკამები უნდა დაემზადებინა და დაემონტაჟებინა.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,იუზა უგულავა ვალდებული იყო, განეცხადებინა ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (რადგანაც ტენდერში მონაწილე კომპანიის წილის მფლობელი და დირექტორი მისი ბიზნესპარტნიორია) და შეეწყვიტა აღნიშნული შესყიდვების განხილვის პროცესში მონაწილეობა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებით, ტენდერებში შპს "ლიკო-1"-ის გამარჯვება და ზემოთ მოყვანილი გარემოებები წარმოშობს ეჭვს პროცესის გამჭვირვალობასთან და შემსყიდველი ორგანიზაციების მიუკერძოებელ მიდგომასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლონ ქუთაისის მერიის ტენდერებში შპს "ლიკო-1"-ის გამარჯვების კანონიერების საკითხი", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42