ამერიკელმა მეცნიერებმა გამოავლინეს კიდევ ერთი სახიფათო შედეგი, რიომელიც კორონავირუსით დაავადებამ შესაძლოა ადამიანში გამოიწვიოს. ეს სიმპტომები შეიძლება გამოჩნდეს როგორც გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე დღეში, ასევე, 6 თვის შემდეგაც.
კვლევის დროს მათ შეისწავლეს იმ პაციენტების რამდენიმე ათეული ტოგრაფიული სურათი, რომლებსაც ნევროლოგიური პრობლემები ჰქონდათ. მათ ნახევარს კორონავირუსის მძიმე ფორმა ჰქონდა გადატანილი.
აღმოჩნდა, რომ ადამიანების, რომელთაც ქმედითუნარიანობის დაქვეითების მაღალი დონე ჰქონდათ, უმცირდებათ ე.წ. "რუხი ნივთიერება". ანალოგიური სურათი გამონდა იმ პაციენტებში, რომლებსაც მოძრაობის დაქვეითება შეენიშნებათ.
მეცნიერები თვლიან, რომ ეს ყველაფერი კორონავირუსის მძიმე ფორმით დაავადების შედეგი შეიძლება იყოს.
რუხი ნივთიერება - ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არსებული მუქი რუხი ფერის ქსოვილი. ძირითადად შედგება ნეირონების სხეულებისაგან, დატოტვილი დენდრიტებისა და გლიური უჯრედებისაგან. თავის ტვინში რუხი ნივთიერება წარმოქმნის თავის ტვინის ქერქს (ტვინის ღეროს უმეტეს ნაწილს) და ნათხემის გარეგან შრეს. ზურგის ტვინში რუხი ნივთიერება გარედან გარემოცულია თეთრი ნივთიერებით.
მასალის გამოყენების პირობები






