მშვილდოსანი
მშვილდოსნებს უყვართ თავისუფლება და ვერ იტანენ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ითხოვენ ყურადღებას და სიყვარულს. სწორედ ამიტომ მათ არ იზიდავს ის, რასაც „სამუდამო“ აწერია.
მერწყული
მერწყულს უყვარს არაორდინალური საგნები და აფასებს თავის დამოუკიდებლობას, ხოლო ქორწინებაში ცხოვრება მისთვის წარმოუდგენელი მოწყენილობაა. დღიდან დღემდე ერთი სახურავის ქვეშ ყოფნა და სხვა ადამიანზე მორგება... არა, ეს მერწყულს ნამდვილად არ უნდა.
ლომი
საქმე ის არაა, რომ ლომს არ უნდა თავშეკავება, არამედ ის, რომ ის მუდმივად იმყოფება რამე უკეთესის ძიებაში. მას ჰგონია, რომ მეტის ღირსია. აი რატომ იყურებიან ლომები გვერდზე ხშირად, მათ გვერდით რომც ვინმე ნამდვილად შესანიშნავი იყოს.
კურო
ჯიუტ კუროს არ უნდა სიტყვა „კომპრომისის“ გაგონება, ეს კი წარმატებული ქორწინების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები საკმაოდ კმაყოფილი არიან თავისი კომპანიით, და ქორწინება - ეს ისაა, რის გარეშეც კუროები თანახმა არიან იცხოვრონ.
მასალის გამოყენების პირობები






