ვინმე საშველად რომ მოვიდეს და ასეთი გნახოს, იმ წუთას გამოგჭრი ყელსო - სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ქალის აღიარება
შემთხვევა - 13:40, 12 May, 2021     1502

ტვ პირველი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ქალის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ქალის მეგობარი მამაკაცი მასზე ფიზიკურად და სექსუალურად წლების განმავლობაში ძალადობდა. მუქარით კი გაჩუმებას აიძლებდა:

"ძალადობის ბრალდებით მამაკაცი ცოტა ხსნის წინ დააკავეს, თუმცა დაზარალებული ქალი აღნიშნავს, რომ ახლა მას დაკავებულის ოჯახის წევრები ემუქრებიან.

"პირველების" რესპონდენტი იხსენებს, რომ მამაკაცი საკუთარ ოჯახის წევრებზეც ძალადობდა.

"თავის არეში მირტყამდა და მეუბნებოდა, რომ ისე უნდა გაგთიშო, რომ ვერ მიცნოო. ვინმე საშველად რომ მოვიდეს და ასეთი გნახოს, იმ წუთას გამოგჭრი ყელსო. როცა ძალიან ნაცემი ვიყავი, სხეულის ყველა წერტილი მტკიოდა, მაშინ უნდოდა სექსუალური კავშირის დამყარება"- აცხადებს დაზარალებული.

45 წლის ქალის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი იცავს. უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავებულის ოჯახის წევრები მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

საგამოძიებო უწყებამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება".

წყარო: ტვ პირველი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42