"ყველგან უშვებდნენ რაკეტებს...ხან ბუნკერებში ვართ, ხან დამცავ ოთახებში" - რას ყვებიან ისრაელში მცხოვრები ქართველები
მსოფლიო - 13:31, 12 May, 2021     2147

ვითარება ისრაელში - ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე იქ მცხოვრები ქართველები საუბრობენ.

ქალაქ ლოდში მცხოვრები ქართველის, ელგა ბუჩუკურის ინფორმაციით, ქალაქში სიტუაციას ჯარი აკონტროლებს, საქართველოს საელჩო კი მათ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

"მე ვიმყოფები ქალაქ ლოდში. ჩვენთან შედარებით რთული სიტუაცია იყო გუშინდელი დღის განმავლობაში და წუხელ. თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ პალესტინიდან ინტენსიურად იბომბებოდა მთელი ქვეყანა, თვითონ ლოდშიც საკმაოდ დიდი არეულობა იყო.

შეტაკება იყო არაბ მოსახლეობასა და ადგილობრივ პოლიციას შორის. სიტუაცია უკონტროლო გახდა. დაიწვა მანქანები გადაწვეს ქუჩები. ძლიან უკონტროლო იყო სიტუაცია.

შემდგომ გამოიძახეს ჯარი, ახლა ქალაქში სიტუაციას ჯარი აკონტროლებს. ამბობენ, რომ ქალაქში არ გავიდეთ, საელჩო მოგვიწოდებს, რომ დავრჩეთ სახლში, ვიყოთ დაზღვეულები.

ჩვენ მოხუცებთან ვმუშაობთ და ისედაც არ გავდივართ ქალაქში, მაგრამ მაინც გვაფრთხილებს საელჩო. ხან ბუნკერებში ვართ ხან დამცავ ოთახებში ვართ",- თქვა ელგა ბუჩუკურმა.

დაძაბული ვითარება იყო თელ ავივთან ახლოს მდებარე ქალაქშიც. იქ მყოფი ქართველი ამბობს, რომ ქალაქში შეტაკებები 10 საათიდან დაიწყო და გვიან ღამით კვლავ განახლდა. მისივე თქმით, ამ დროისთვის სიტუაცია ჩაწყანრებულია.

"მე ვარ ქალაქ პართიანში, ეს თელ ავივთან ახლო მდებარე ქალაქია. წუხელ ღამის 10 საათზე განგაშის სიგნალი ჩაირთო, განგაშის სიგნალიდან უკვე 30 წამში გასაუნებელყოფელი რკინის გუმბათის გაშვება ხდება და ჰაერში ამ ბომბებს იჭერს. სადღაც 150 ჭურვამდე იყო გამოშვებული.

12 საათზე ყველაფერი ჩაწყნარდა, სადღაც 3-ის ნახევრიდან ისევ განახლდა. მთელი ღამე არ გვიძინია. თუკი რამე ტერიტორია არსებობს ისრაელში ყველგან უშვებდნენ ამ რაკეტებს, ამ დილით ჩაწყნარებულია სიტუაცია",- თქვა ნინო მათურელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42